მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "ნავთობის ფასის მატებამ ქაღალდის გაძვირება გამოიწვია" - "სულაკაურის გამომცემლობა" გამოწვევებზე
"ნავთობის ფასის მატებამ ქაღალდის გაძვირება გამოიწვია" - "სულაკაურის გამომცემლობა" გამოწვევებზე

"ნავთობის ფასის მატებამ ქაღალდის გაძვირება გამოიწვია" - "სულაკაურის გამომცემლობა" გამოწვევებზე

BM.GE17 მაისი, 2026, 16:33|bm.ge

სახელმწიფო პოლიტიკის პარალელურად, საგამომცემლო სექტორს გლობალური ეკონომიკური გამოწვევებიც უტევს. როგორც BMG-ის “სულაკაურის გამომცემლობის” დამფუძნებელმა თინა მამულაშვილმა განუცხადა, ნავთობის ფასის მატებამ და ვალუტის კურსის ცვლილებამ ნედლეულის, განსაკუთრებით კი ქაღალდის გაძვირება გამოიწვია.

მისი განმარტებით, მიუხედავად მცდელობისა, შეინარჩუნონ ხელმისაწვდომი ფასები, გამომცემლობის პროგნოზით, პროდუქციის გაძვირება გარდაუვალია.

„როგორც იცით, ნავთობის ფასის ზრდა ყველაფერზე აისახება ხოლმე, ყველა ნედლეულის ფასზე. ბაზარზე გაიზარდა ქაღალდის ფასი და ეს ბუნებრივია, გაზრდის უკვე ფასს მომხმარებლებისთვის,“ - განმარტავს თინა მამულაშვილი BMG-სთან.

მისივე პროგნოზით, უახლოეს პერიოდში წიგნების ფასი 10-დან 15 პროცენტამდე მოიმატებს, თუმცა, ეს საბოლოო ზღვარი არ არის.

„თუ ეს ტენდენცია და ნავთობის ფასის ზრდა გაგრძელდა, ან თუნდაც, დოლარის კურსი შეიცვალა, რადგან ჩვენც ხშირად საზღვარგარეთ ვბეჭდავთ, ამან შეიძლება მეტი ზრდა გამოიწვიოს. თუმცა, ამ ეტაპზე, 10-15 პროცენტის ფარგლებში იქნება სავარაუდოდ“ - ამბობს თინა მამულაშვილი.

ამასთან, მისივე ცნობით, საგამომცემლო სექტორი საქართველოში უმძიმესი გამოწვევების წინაშე დგას - განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებამ, თავად იტვირთოს სასკოლო სახელმძღვანელოების გამოცემა, კერძო სექტორი ფაქტობრივად ბაზრის მიღმა დატოვა.

თინა მამულაშვილის თქმით, ამ მიმართულებას მათი წლიური შემოსავლის თითქმის მესამედი ეკავა. სამინისტროს ახალმა პოლიტიკამ კი გამომცემლობები ფაქტის წინაშე დააყენა.

„ჩვენი გამომცემლობა წლების მანძილზე იყო ლიდერი საგანმანათლებლო მიმართულებით. ჩვენ გვეკავა ბაზრის დაახლოებით 30 პროცენტი. ეს გადაწყვეტილება, რომელიც ეხება სასკოლო სახელმძღვანელოების გამოცემას უშუალოდ განათლების სამინისტროს მიერ, ძალიან დიდ დარტყმას აყენებს ზოგადად ამ მიმართულებას.

ეს გადაწყვეტილება ისე მიიღეს, რომ ჩვენთვის არანაირი ინფორმაცია არ მოუწოდებიათ. არც წინასწარი კონსულტაციები ყოფილა ჩვენთან და ფაქტობრივად, მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავდა.

გარკვეული პერიოდი შოკის მდგომარეობაში ვიყავით. ვნერვიულობდით იმაზე, რომ შეიძლება, კადრების შემცირების პრობლემა დამდგარიყო. თუმცა, ახლა ვფიქრობთ, რომ გადავეწყოთ და უფრო აქტიურად სხვა მიმართულებებზე გავაგრძელოთ მუშაობა. მათ შორის, არის დამხმარე სასწავლო მასალები, რომლებიც ვფიქრობთ, რომ დღეს ბაზარზე მრავალფეროვანი არ არის და შეიძლება, ამ მიმართულებით დავიწყოთ განვითარება“ - აცხადებს თინა მამულაშვილი BMG-სთან.

განათლების სამინისტრო მის მიერ შემუშავებულ განათლების ახალ კონცეფციაში წერს, რომ „თავისუფალმა და კონკურენციის ხელშეწყობის პოლიტიკამ ვერ უზრუნველყო ისეთი მაღალი ხარისხის სახელმძღვანელოების შექმნა, რომელიც მოსწავლეს მისცემს თითოეული საგნისთვის აუცილებელ საბაზისო ცოდნას, სისტემური აზროვნების და ღრმა გაგების უნარს“. ამიტომ, სამინისტროს განმარტებით, სკოლის სახელმძღვანელოებს „ძირეულად გადახედავენ“ და ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებს სამინისტრო დაწერს.

„სახელმძღვანელო იქნება მუდმივად განახლებადი და მოქნილი, რაც საშუალებას მისცემს განათლების სისტემას დროულად უპასუხოს თანამედროვე გამოწვევებს“ - აღნიშნულია განათლების ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის კონცეფციაში.

განათლების მინისტრი გივი მიქანაძე აცხადებს, რომ ახალი სახელმძღვანელოები 2028 წლის 15 სექტემბრამდე შემუშავდება.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"1 კგ ქართული ხიზილალა 180 ლარი, იმპორტირებული 300 ლარამდე ღირს" - "ქართული ხიზილალა"

"1 კგ ქართული ხიზილალა 180 ლარი, იმპორტირებული 300 ლარამდე ღირს" - "ქართული ხიზილალა"

BM.GE

საქართველოს ბიზნესასოციაცია მოსახლეობას ოჯახის სიწმინდის დღეს ულოცავს

საქართველოს ბიზნესასოციაცია მოსახლეობას ოჯახის სიწმინდის დღეს ულოცავს

BM.GE

Anthropic-ის Mythos-ი პენტაგონის კიბერუსაფრთხოებას შეამოწმებს

Anthropic-ის Mythos-ი პენტაგონის კიბერუსაფრთხოებას შეამოწმებს

BM.GE

"შემოსავლები 12%-ით გაგვეზარდა" - Oktopus Fitness Club

"შემოსავლები 12%-ით გაგვეზარდა" - Oktopus Fitness Club

BM.GE