მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ნავთობის გლობალური მარაგები რეკორდული ტემპით იწურება - IEA
ნავთობის გლობალური მარაგები რეკორდული ტემპით იწურება - IEA

ნავთობის გლობალური მარაგები რეკორდული ტემპით იწურება - IEA

BM.GE19 მაისი, 2026, 14:00|bm.ge

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს წინასწარი მონაცემებით, ირანზე აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებისა და სპარსეთის ყურის ექსპორტის შეფერხების შედეგად, ნავთობის გლობალური მარაგები მარტში 129 მილიონი ბარელით, ხოლო აპრილში კიდევ 117 მილიონი ბარელით შემცირდა. IEA-ის ცნობით, გლობალური ნავთობის მარაგები რეკორდული ტემპით იწურება, რადგან ჰორმუზის სრუტე ისევ პარალიზებულია.

სააგენტოს განმარტებით, ყურის ქვეყნების მიერ ნავთობის მიწოდების კუმულაციურმა დანაკარგმა უკვე გადააჭარბა ერთ მილიარდ ბარელს, ხოლო რეგიონის დატოვებას დღეში 14 მილიონ ბარელზე მეტი ნავთობი ვერ ახერხებს, რაც მიწოდების უპრეცედენტო შოკს იწვევს.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ მარაგების ყველაზე მკვეთრი კლება ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ქვეყნებში დაფიქსირდა, სადაც სახმელეთო რეზერვები 146 მილიონი ბარელით შემცირდა, ხოლო არა-OECD ქვეყნების ხილული მარაგები 24 მილიონი ბარელით დაეცა.

გლობალური ბაზრების მხარდასაჭერად, ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ მარტში წევრი ქვეყნების საგანგებო რეზერვებიდან 400 მილიონი ბარელის გამოთავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო, საიდანაც დაახლოებით 164 მილიონი ბარელი უკვე ათვისებულია.

რაც შეეხება მწარმოებლების რეაგირებას, ნავთობმომპოვებელმა ქვეყნებმა გლობალურ ბაზარზე არსებული დარტყმის შესარბილებლად გარკვეული ზომები უკვე მიიღეს. საუდის არაბეთმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ექსპორტის ნაწილი ჰორმუზის სრუტის მიღმა არსებული ტერმინალებისკენ მიმართეს, ხოლო ატლანტიკის აუზის მწარმოებლებმა, მათ შორის ამერიკამ და კანადამ, აზიაში გადაზიდვები გაზარდეს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

BM.GE

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

BM.GE