მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ნაყინის იმპორტი 28%-ით გაძვირდა|საიდან შემოგვაქვს?
ნაყინის იმპორტი 28%-ით გაძვირდა|საიდან შემოგვაქვს?

ნაყინის იმპორტი 28%-ით გაძვირდა|საიდან შემოგვაქვს?

BM.GE21 მაისი, 2026, 16:27|bm.ge

2026 წლის პირველ ოთხ თვეში საქართველოში ნაყინის იმპორტი გაიზარდა, თუმცა იმპორტის ზრდასთან ერთად პროდუქციის საგრძნობი გაძვირებაც შეინიშნება. ოფიციალური მონაცემების მიხედვით, მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში ქვეყანაში $2.1 მილიონი ღირებულების 312 ტონა ნაყინი შემოვიდა, მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში იმპორტი $1.8 მილიონს და 339 ტონას შეადგენდა.

მონაცემები აჩვენებს, რომ ნაყინის იმპორტი ღირებულებაში 15.1%-ით გაიზარდა, თუმცა მოცულობაში 7.9%-ით შემცირდა, რაც პროდუქტის გაძვირებაზე მიუთითებს.

თუ 2025 წლის პირველ ოთხ თვეში საქართველომ 1 ტონა ნაყინში საშუალოდ 5,380 დოლარი გადაიხადა, 2026 წელს ეს მაჩვენებელი 6,900 დოლარამდე გაიზარდა. შესაბამისად, ერთ ტონა ნაყინზე გადახდილი თანხა წლიურად დაახლოებით 28.2%-ით არის გაზრდილი.

საქართველო ნაყინს ძირითადად თურქეთიდან ყიდულობს. 2026 წლის იანვარ-აპრილში თურქეთიდან იმპორტმა $641 ათასი და 75 ტონა შეადგინა. მეორე ადგილზე უკრაინაა - $419 ათასი ღირებულების 98 ტონა ნაყინით, ხოლო მესამეზე საფრანგეთი - $309 ათასი და 44 ტონა.

ნაყინის უმსხვილეს იმპორტიორ ქვეყნებს შორის არიან ასევე სომხეთი ($166 ათასი, 31 ტონა), გერმანია ($165 ათასი, 9 ტონა), ლიეტუვა ($149 ათასი, 12 ტონა), რუსეთი ($115 ათასი, 10 ტონა), ლატვია ($68 ათასი, 8 ტონა), ბულგარეთი ($65 ათასი, 4 ტონა) და ბელარუსი ($32 ათასი, 7 ტონა).

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE