მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ნებისმიერ ჩვენ მეგობართან და პარტნიორთან მზად ვართ ურთიერთობის გადატვირთვისთვის - ირაკლი კირცხალია
ნებისმიერ ჩვენ მეგობართან და პარტნიორთან მზად ვართ ურთიერთობის გადატვირთვისთვის - ირაკლი კირცხალია

ნებისმიერ ჩვენ მეგობართან და პარტნიორთან მზად ვართ ურთიერთობის გადატვირთვისთვის - ირაკლი კირცხალია

BM.GE12 მაისი, 2026, 01:05|bm.ge

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობებზე ისაუბრეს.

მისი თქმით, "ქართული ოცნება" მზად არის ურთიერთობების გადატვირთვისთვის

"ვისაუბრეთ შეხვედრებზე, ცნობილია რომ [აშშ-დან] დელეგაცია აპირებს ჩამოსვლას. მიმოვიხილეთ თუ რა გეგმები გვაქვს, რა არის ჩვენი პოზიცია ზოგადად. ჩვენი საზოგადოებისთვის ეს არახალი უნდა იყოს, რომ ნებისმიერ ჩვენ მეგობართან და პარტნიორთან, ვისთანაც ჩვენ ვამბობთ, რომ მზად ვართ ურთიერთობის გადატვირთვისთვის და თვისებრივად ახალი ურთიერთობის დაწყებისთვის ახალი ფურცლიდან, რა თქმა უნდა ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, ამ პათოსში იქნება და ამ პათოსში განვითარდა ყველა შეხვედრა.

მან სხდომაზე განხილული სხვა საკითხებიც მიმოიხილა და თქვა, რომ ოთხშაბათსა და ხუთშაბათს იქნება პლენარული სხდომები.

„მოგეხსენებათ, ტრადიციულად სასესიო კვირაა, ოთხშაბათსა და ხუთშაბათს იქნება პლენარული სხდომები. ვიცით, რომ ხვალ ასევე მნიშვნელოვანი და ისტორიული დღე იქნება.

რაც შეეხება დღევანდელ სხდომას, ესწრებოდა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ბატონი ირაკლი კობახიძე; ასევე, სახელმწიფო მინისტრი და ვიცე-პრემიერი, ბატონი მამუკა მდინარაძე. მიმოვიხილეთ მიმდინარე პოლიტიკური თემები. ძალიან მნიშვნელოვანი იყო მათი დასწრება დღევანდელ უმრავლესობის სხდომაზე. მოგეხსენებათ, მამუკა მდინარაძე სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის დაკავების შემდეგ ამ ფორმატში პირველად იმყოფებოდა“, - აღნიშნა კირცხალიამ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

BM.GE

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

BM.GE

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

BM.GE

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE