მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო - City A.M.
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო - City A.M.

Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო - City A.M.

BM.GE22 ივნისი, 2026, 14:59|bm.ge

მსოფლიოში საკვები პროდუქტებისა და სასმელების უმსხვილესმა მწარმოებელმა კომპანია Nestle-მ შიდა გამოძიება დაიწყო მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ის საკუთარ პროდუქციას ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ქართულ ტელეარხზე ათავსებდა. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა City A.M. ექსკლუზიურ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ცნობით, Nestle კომერციულ ურთიერთობას ინარჩუნებდა ქართულ მედიაკომპანია ტელეკომპანია „იმედთან“ მას შემდეგაც, რაც გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ ამ უკანასკნელს სანქციები დააკისრა და კრემლის პარტიზანულ რუპორად მოიხსენია.

სამეწარმეო რეესტრის მიხედვით "ნესტლე საქართველოს" წილის 100%-ს შვეიცარიაში რეგისტრირებული სააქციო საზოგადოება სოსიეტე დე პროდუი ნესტლე ფლობს. დირექტორი კი რუსეთის მოქალაქე დმიტრი ალექსეენკოა.

შეგახსენებთ, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მეოთხე წლისთავზე, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ფინანსური სანქციები დაუწესა საქართველოში მოქმედ ორ პროსახელისუფლებო ტელევიზიას, „ტელეიმედსა“ და „პოსტივის“.

2026 წლის 6 თებერვალს ტელეკომპანია იმედი და იმედის ჰოლდინგი, რომელშიც ასევე GDS-იც შედის ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის ჰოლდინგმა კომპანია "პრაიმ მედია გლობალზე" გაასხვისა. კონკურენციის სააგენტოსთვის წარდგენილ დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ გარიგების ფასი სიმბოლურ 1000 ლარს შეადგენდა.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რომელი ქვეყნებიდან ყიდულობს საქართველო საწვავს?|სტატისტიკა

რომელი ქვეყნებიდან ყიდულობს საქართველო საწვავს?|სტატისტიკა

BM.GE

5 ივლისს, „არქი ჰორიზონზე“ შეთავაზებული ფასი პროექტში აღარასოდეს განმეორდება - შიო ხეცურიანი

5 ივლისს, „არქი ჰორიზონზე“ შეთავაზებული ფასი პროექტში აღარასოდეს განმეორდება - შიო ხეცურიანი

BM.GE

FED-ის ყოფილი ხელმძღვანელი ალან გრინსპენი 100 წლის ასაკში გარდაიცვალა

FED-ის ყოფილი ხელმძღვანელი ალან გრინსპენი 100 წლის ასაკში გარდაიცვალა

BM.GE

Google-მა საქართველოში Street View ოფიციალურად წარადგინა

Google-მა საქართველოში Street View ოფიციალურად წარადგინა

BM.GE