მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. NEXT LEVEL: მაღალი კლასის კურორტები და დეველოპმენტი 12 ივნისს, ბათუმში GREMO 2026 ჩატარდება
NEXT LEVEL: მაღალი კლასის კურორტები და დეველოპმენტი 12 ივნისს, ბათუმში GREMO 2026 ჩატარდება

NEXT LEVEL: მაღალი კლასის კურორტები და დეველოპმენტი 12 ივნისს, ბათუმში GREMO 2026 ჩატარდება

BM.GE27 მაისი, 2026, 09:00|bm.ge

12 ივნისს, ბათუმში, სასტუმრო COURTYARD BY MERRIOTT-ში BMG-ისა და დეველოპერული უძრავი ქონების გაყიდვების კომპანია PROSPECT-ის კოლაბორაციით, უძრავი ქონებისა და დეველოპერული სექტორის მთავარი კონფერენცია GREMO 2026 გაიმართება.

კონფერენციის წარმდგენია სამშენებლო დეველოპერული კომპანია „ალიანს ჯგუფი.“

ღონისძიება სფეროს ლიდერ კომპანიებს, დეველოპერებს, ინვესტორებსა და ექსპერტებს უკვე მეშვიდედ გააერთიანებს, რათა ერთ სივრცეში იმსჯელონ საქართველოს უძრავი ქონების ბაზრის განვითარების სტრატეგიულ მიმართულებებზე.

წლევანდელი ბათუმის კონფერენციის მთავარი თემა იქნება ის, თუ როგორ უნდა შეიქმნას მაღალი კლასის კურორტები და დეველოპმენტი საქართველოში. ღონისძიება ფოკუსირდება ისეთ საკვანძო საკითხებზე, როგორიცაა: აჭარისა და ზოგადად, საქართველოს ზღვისპირეთის გარდაქმნა პრემიუმ კლასის ტურისტულ მიმართულებად, განხილული იქნება მაღალი შემოსავლის მქონე ტურისტების მოზიდვის სტრატეგიები, საერთაშორისო გამოცდილება და წარმატებული კურორტების განვითარების მოდელები, ასევე თანამედროვე დეველოპერულ ტენდენციები და ინოვაციური მიდგომები.

კონფერენციაში ადგილობრივი კომპანიების გარდა, მონაწილეობას მიიღებენ მოწვეული საერთაშორისო სპიკერები, მათ შორის იქნებიან Aimbridge Hospitality-ის ოპერაციების ვიცე-პრეზიდენტი არმინ ებერჰარდი და მუსტაფა აი - ურბანული დაგეგმარების უფროსი სპეციალისტი კომპანია ARUP GROUP-დან. ARUP GROUP დამსწრე აუდიტორიას ჭკვიანი ქალაქების განვითარების კონცეფციაზე, Aimbridge Hospitality კი კურორტების განვითარებაში საერთაშორისო კომპანიების როლზე და კერძო და საჯარო სექტორის ერთობლივი პარტნიორობის მნიშვნელობაზე გაამახვილებს ყურადღებას.

ღონისძიების ფარგლებში „თიბისი კაპიტალის“ მიერ წარმოდგენილი იქნება კვლევა უძრავი ქონების ბაზრის მიმდინარე ტენდენციების შესახებ, საერთაშორისო სანაპირო ქალაქების გამოცდილებასა და განვითარების სტანდარტებზე პრეზენტაციას კი Cushman & Wakefield Veritas წარადგენს.

პრემიუმ კლასის კურორტების განვითარებაში საინჟინრო სისტემების როლზე Infinity Ventures Holding-ის წარმომადგენლები ისაუბრებენ.

პირველად ღონისძიების ფარგლებში სფეროს წამყვანი კომპანიების მონაწილეობით ჩატარდება HARD Talk ფილტრის გარეშე. ასევე პანელური დისკუსია თემაზე - კონცეფციიდან ექსპლუატაციამდე,- როგორ იქმნება პრემიუმ კურორტი.

ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, ტრადიციულად გაიმართება დაჯილდოება - „ქვეყნის მშენებლობაში დადებული აგურისთვის“ გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტი“ სექტორის გამორჩეულ წარმომადგენლებს გამოავლენს.

ღონისძიების გენერალური სპონსორები არიან: „ამბასადორი აილენდ ბათუმი,“ „იელთი ჯგუფი,“ „მზიური დეველოპმენტი,“ „ბაუმერი,“ „იტონგ კავკასუსი“ და „საქკაბელი.“

GREMO 2026-ის პარტნიორია „დრიმლენდ ოაზის ჩაქვი“ და „კონსოლ ჰოლდინგი.“

მხარდამჭერები: „თიბისი კაპიტალი,“ „Cushman & Wakefield Veritas,“კომპანია „მაქსთერმი,“ „კნაუფი“ და „კერხერი.“

კონფერენცია 18:00სთ-ზე დაიწყება.

დეტალური ინფორმაციებისთვის თვალი ადევნეთ GREMO • გრემო-ს ოფიციალურ გვერდებს.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ეროვნული ბანკი CBDC-ის ანუ "ციფრული ლარის" პროექტზე მუშაობას აგრძელებს

ეროვნული ბანკი CBDC-ის ანუ "ციფრული ლარის" პროექტზე მუშაობას აგრძელებს

BM.GE

„როგორ და რატომ უნდა დავიწყოთ აგრობიზნესი“ - თიბისი ბიზნესის ხუთშაბათის შეხვედრები გრძელდება

„როგორ და რატომ უნდა დავიწყოთ აგრობიზნესი“ - თიბისი ბიზნესის ხუთშაბათის შეხვედრები გრძელდება

BM.GE

$104-მილიონიანი, 200-მეგავატიანი ელექტრობატარეის პროექტის ათვისება ჯერჯერობით 0 ლარია

$104-მილიონიანი, 200-მეგავატიანი ელექტრობატარეის პროექტის ათვისება ჯერჯერობით 0 ლარია

BM.GE

როგორ "იმალება" სიღარიბე ოფიციალურ სტატისტიკაში?|ეკონომისტის ანალიზი

როგორ "იმალება" სიღარიბე ოფიციალურ სტატისტიკაში?|ეკონომისტის ანალიზი

BM.GE