მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. NextEra-მ Dominion Energy $66.8 მილიარდად შეიძინა
NextEra-მ Dominion Energy $66.8 მილიარდად შეიძინა

NextEra-მ Dominion Energy $66.8 მილიარდად შეიძინა

BM.GE19 მაისი, 2026, 05:00|bm.ge

ამერიკულმა ენერგეტიკულმა გიგანტმა, NextEra Energy-მ კომპანია Dominion Energy-ს შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება გააფორმა. ეს $66.8 მილიარდიანი გარიგება აქციების სრულ გაცვლას ითვალისწინებს. როგორც კომპანიებში აღნიშნავენ, ეს ნაბიჯი ხელოვნური ინტელექტის ბუმით გამოწვეული ენერგომოხმარების მკვეთრ ზრდას უკავშირდება. საყურადღებოა, რომ ამ შერწყმით ბაზარზე საბაზრო კაპიტალიზაციით მსოფლიოში უმსხვილესი რეგულირებადი ელექტროენერგეტიკული კომპანია შეიქმნა.

ხელშეკრულების თანახმად, ფლორიდაში დაფუძნებული NextEra Energy საკუთარი აქციების 0.8138 წილს Dominion Energy-ის თითოეულ აქციაში გადაცვლის. ეს პირობა Dominion Energy-ის თითოეული აქციის ღირებულებას $75.97-მდე გაზრდის, რაც საფონდო ბირჟაზე სესიის დახურვისას დაფიქსირებულ ფასთან შედარებით 23%-ით მეტია. გარიგების დასრულების შემდეგ გაერთიანებულ ორგანიზაციას NextEra Energy-ის აღმასრულებელი დირექტორი ჯონ კეჩუმი უხელმძღვანელებს.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ეს შესყიდვა ამერიკულ ენერგეტიკულ სექტორში კონსოლიდაციის მასშტაბური ტალღის ნაწილია. როგორც ცნობილია, მონაცემთა ცენტრების სწრაფმა გაფართოებამ ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ელექტროენერგიაზე მოთხოვნა მკვეთრად გაზარდა.

ცნობისთვის, ვირჯინიაში დაფუძნებულ Dominion Energy-ს კონტრაქტით გათვალისწინებული 51 გიგავატის მოცულობის სიმძლავრე აქვს. კომპანიის კლიენტთა შორის Alphabet-ი, Amazon-ი, Microsoft-ი, Meta, Equinix-ი, CoreWeave-ი და CyrusOne-ი არიან. Dominion-ის ინფრასტრუქტურა ჩრდილოეთ ვირჯინიაში მონაცემთა ცენტრების მსხვილ კამპუსებს მოიცავს. სხვათა შორის, ამავე რეგიონში მსოფლიოში მონაცემთა ცენტრების ყველაზე დიდი კონცენტრაციაა.

რაც შეეხება გარიგების ვადებს, ტრანზაქციის დასრულება 12-18 თვეში იგეგმება. პროცესი ანტიმონოპოლიურ შემოწმებას, აქციონერთა თანხმობას და მარეგულირებელი ორგანოების ნებართვებს საჭიროებს. მხარეებმა დასტური ენერგეტიკის მარეგულირებელი ფედერალური კომისიისაგან, ბირთვული ენერგიის მარეგულირებლისა და რამდენიმე შტატის უწყებისგან უნდა მიიღონ.

საყურადღებოა, რომ ამ სიახლეს საფონდო ბირჟაზე არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. თუ კომპანია NextEra-ს აქციების ფასი ე.წ. პრემარკეტზე 1.1%-ით შემცირდა, Dominion-ის აქციების ღირებულება 15%-ით გაიზარდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

BM.GE

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

BM.GE

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE