მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ნიდერლანდების ცენტრალურმა ბანკმა 86 ტონა ოქრო აშშ-დან და კანადიდან დიდ ბრიტანეთში გადაიტანა
ნიდერლანდების ცენტრალურმა ბანკმა 86 ტონა ოქრო აშშ-დან და კანადიდან დიდ ბრიტანეთში გადაიტანა

ნიდერლანდების ცენტრალურმა ბანკმა 86 ტონა ოქრო აშშ-დან და კანადიდან დიდ ბრიტანეთში გადაიტანა

BM.GE3 სექტემბერი, 2026, 23:43|bm.ge

ნიდერლანდების ცენტრალურმა ბანკმა აშშ-დან და კანადიდან 86 ტონა ოქრო დიდ ბრიტანეთში გადაიტანა. როგორც ირკვევა, მარტიდან აგვისტომდე პერიოდში DNB-მ ნიუ-იორკსა და ოტავაში არსებული საკუთარი ოქროს მარაგის მეოთხედზე მეტი ბრიტანეთის დედაქალაქში გადაზიდა.

ინსტიტუტმა ეს გადაწყვეტილება მზარდი გეოპოლიტიკური რყევების გათვალისწინებით მიიღო. როგორც ფინანსურ ორგანოში განმარტავენ, ახალი სტრატეგია მიზნად კრიზისებისადმი მზადყოფნის გაძლიერებას ისახავს. ცენტრალური ბანკის შეფასებით, მძიმე კრიზისის პირობებში ჩრდილოეთ ამერიკაში განთავსებული ზოდების პირდაპირ და სწრაფად გამოყენება შეუძლებელი იქნებოდა.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ გადატანილი ოქრო ინგლისის ბანკის საცავებში განთავსდა. ბრიტანეთის მთავარ ფინანსურ ინსტიტუტში დაცული ზოდები საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს და ბაზარზე "ყველაზე მარტივად სავაჭრო ოქროდ" მიიჩნევა. DNB-ის მმართველმა ოლაფ სლეიპენმა განმარტა, რომ ამ გადაწყვეტილებამ ოქროს რეზერვების ლიკვიდურობა საგრძნობლად გაზარდა.

სლეიპენის თქმით, მართალია, ინსტიტუტი მარაგების გამოყენებას არ ელის, თუმცა კრიზისული მედეგობის ამაღლება აუცილებელი იყო. ამ ნაბიჯის შედეგად, ცენტრალურ ბანკში ოქროს რეზერვების გეოგრაფიული განაწილება "უფრო დაბალანსებული" გახდა. ამჟამად ლონდონი რეზერვების 32.1%-ს ინახავს, ზეისტში მდებარე ცენტრი - 30.8%-ს, ხოლო ნიუ-იორკსა და ოტავაზე 18.5%-იანი წილები მოდის.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა

სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა

BM.GE

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სომხეთის ევროპულ მისწრაფებებს დროებითი უწოდა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სომხეთის ევროპულ მისწრაფებებს დროებითი უწოდა

BM.GE

4 სექტემბრის ღონისძიებების ანონსი

4 სექტემბრის ღონისძიებების ანონსი

BM.GE

ანტონიო კოშტას თქმით, ევროკავშირის ბიუჯეტი არ დამტკიცდება, თუ საერთო გადასახადების შემოღებაზე შეთანხმება ვერ შედგება

ანტონიო კოშტას თქმით, ევროკავშირის ბიუჯეტი არ დამტკიცდება, თუ საერთო გადასახადების შემოღებაზე შეთანხმება ვერ შედგება

BM.GE