მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ნიდერლანდური მედია საქართველოზე გადაცემას Let’s Visit Georgia ამზადებს - "გადაცემას დაახლოებით 1 მლნ მაყურებელი ეყოლება"
ნიდერლანდური მედია საქართველოზე გადაცემას Let’s Visit Georgia ამზადებს - "გადაცემას დაახლოებით 1 მლნ მაყურებელი ეყოლება"

ნიდერლანდური მედია საქართველოზე გადაცემას Let’s Visit Georgia ამზადებს - "გადაცემას დაახლოებით 1 მლნ მაყურებელი ეყოლება"

BM.GE14 მაისი, 2026, 14:27|bm.ge

ნიდერლანდური მედიის წარმომადგენლები საქართველოს შესახებ ვრცელ გადაცემას „Let’s Visit Georgia“ ამზადებენ. ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია იტყობინება.

როგორც უწყების პრესრელიზში წერია, ნიდერლანდებიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მარკეტინგულ კამპანიას ატარებს.

კერძოდ, ნიდერლანდებში საქართველოს საელჩოსთან თანამშრომლობით, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქვეყანაში მაღალრეიტინგული ნიდერლანდური ტელევიზიის RTL 4-ის და მისი ონლაინ პლატფორმა Videoland-ის გადამღები ჯგუფის მედია ტურს გაუწია ორგანიზება.

გადაღებები თბილისში, სიღნაღში, ვაშლოვანის ეროვნულ პარკში, მცხეთასა და სტეფანწმინდაში მიმდინარეობს. გადაცემაში საუბარი იქნება ქართულ კულტურაზე, ტურისტულ ღირსშესანიშნაობებზე, კურორტებზე, ქართულ სამზარეულოსა და და ღვინოზე.

"გადაცემას დაახლოებით ერთი მილიონი მაყურებელი ეყოლება. პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოს საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე ცნობადობის ზრდას და ქვეყნის, როგორც მიმზიდველი ტურისტული მიმართულების, პოზიციონირების გაძლიერებას ევროპულ ბაზარზე", - წერია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესრელიზში.

ცნობისთვის, ნიდერლანდებიდან ვიზიტორების რაოდენობა საქართველოში მზარდია. მიმდინარე წლის I კვარტალში ამ ქვეყნიდან 3441 ვიზიტი შედგა, რაც დაახლოებით 25%-ით მეტია წინა წლის პირველი კვარტლის მონაცემებთან შედარებით. რაც შეეხება გასული წლის მონაცემებს, 2025 წელს, ჯამურად ნიდერლანდებიდან 20 087 ვიზიტი დაფიქსირდა, რაც 7%-ით მეტია 2024 წლის სტატისტიკაზე.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

BM.GE

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

BM.GE