მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "ნუშის ბიზნესში იმიტომ აღმოვჩნდი, რომ დანერგე მომავალი და შეღავათიანი აგროკრედიტი გაჩნდა" - "ჯორჯიან გარდენსის" დამფუძნებელი
"ნუშის ბიზნესში იმიტომ აღმოვჩნდი, რომ დანერგე მომავალი და შეღავათიანი აგროკრედიტი გაჩნდა" - "ჯორჯიან გარდენსის" დამფუძნებელი

"ნუშის ბიზნესში იმიტომ აღმოვჩნდი, რომ დანერგე მომავალი და შეღავათიანი აგროკრედიტი გაჩნდა" - "ჯორჯიან გარდენსის" დამფუძნებელი

BM.GE4 მაისი, 2026, 01:48|bm.ge

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ახალ ინიციატივას, რომლის მიხედვითაც ნუშისა და კაკლის წარმოება პრიორიტეტულ მიმართულებებად იქცევა, ნუშის ბაღების მფლობელი კომპანია "ჯორჯიან გარდენსის" დამფუძნებელი, ნარიმან ფირცხელიანი დადებითად აფასებს. როგორც მან "ანალიტიკას" ეთერში კაკლისა და ნუშის მწარმოებლებისთვის დარგობრივი საბჭოს შეხვედრის შეფასებისას აღნიშნა, დარგის პრიორიტეტულობა სექტორს ექსპორტზე გასვლას გაუმარტივებს.

საქმე ისაა, რომ სოფლის მეურნეობის მინისტრის, დავით სონღულაშვილის ინიციატივით, კაკლისა და ნუშის მწარმოებლებისთვის დარგობრივი საბჭო შეიქმნა. უწყების ინფორმაციით, საბჭომ სექტორის მხარდაჭერა და კოორდინაცია უნდა უზრუნველყოს.

"მივესალმებით ინიციატივას, რომ კვარტალში ერთხელ მინისტრთან მსგავსი შეხვედრები გაიმართება. ეს ბევრად გაამარტივებს ჩვენი პრობლემების, ინტერესებისა და სურვილების უშუალოდ მინისტრისთვის გადაცემას. ვფიქრობ, წინა წლებში შიდა ბაზარს შეეძლო ნუშის წარმოების დიდი ნაწილის ან მთლიანად ათვისება, თუმცა წელს და შემდგომ წლებში უფრო და უფრო მეტი ბაღი შემოვა სრულ მსხმოიარობაში. შესაბამისად, გაიზრდება საექსპორტო ბაზრების ათვისების საჭიროება. ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი სწორედ ეს იქნება და სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა გვჭირდება, რათა ექსპორტზე გასვლა უფრო გამარტივდეს", - აცხადებს ნარიმან ფირცხელიანი.

"ჯორჯიან გარდენსის" დამფუძნებელი ამბობს, რომ შეხვედრაზე სექტორმა პირდაპირი კომუნიკაციის რეჟიმში შეძლო მთავარი გამოწვევების გაჟღერება, რაშიც ერთ-ერთი მთავარი ადგილი გაზრდილ ხარჯებს უჭირავს.

"გასულ კვირას გვქონდა იმის საშუალება, პირდაპირი კომუნიკაციის რეჟიმში მიგვეტანა ინფორმაცია მინისტრისთვის. ერთ-ერთი პრობლემა აგროდიზელია. მსოფლიოში მიმდინარე კონფლიქტების ფონზე, საწვავის ბაზარზე დიზელის ფასი გაორმაგდა, რაც ძალიან დიდი პრობლემაა. ამის საფუძველზე იზრდება სხვადასხვა ქიმიკატის ფასიც. როდესაც საშუალება გაქვს პირისპირ დაჯდე მინისტრთან და აუხსნა, რომ ეს პრობლემები არსებობს და კიდევ მწიფდება, ეს დიდი დამხმარე მექანიზმია. ეს ბევრად ეფექტიანია, ვიდრე უბრალოდ მუნიციპალიტეტის სააგენტოში მისვლა და პრობლემის იქ დაფიქსირება", - განმარტავს ფირცხელიანი.

ნარიმან ფირცხელიანის თქმით, მათი კომპანია ბაზარზე სწორედ სახელმწიფოს მხარდამჭერი მექანიზმების წყალობით გამოჩნდა, თუმცა ახლა სექტორი წარმოების შემდგომი გაფართოებისთვის ახალი რეფორმის დეტალების მოლოდინშია.

"ჩვენ ამ ბიზნესში აღმოვჩნდით იმიტომ და იმ საშუალებებით, რაც წამოვიდა წლების წინ სამინისტროს მხრიდან - "დანერგე მომავალი", "შეღავათიანი აგროკრედიტი" და ასე შემდეგ. ეს ინსტრუმენტები რომ არ ყოფილიყო, ამ სფეროს ხელს არ მოვკიდებდით.

საინტერესოა, რა მიდგომა იქნება რეფორმის შედეგად, რომ გავზარდოთ კიდევ წარმოება და უფრო მეტად ავითვისოთ მიწის ახალი ფართობები. ჯერჯერობით მხოლოდ ის ვიცით, რომ რეფორმა იგეგმება. თუმცა, კონკრეტულად რა ინსტრუმენტები იქნება და როგორ შეიცვლება არსებული მიდგომები, ჯერჯერობით ინფორმაცია არ გვაქვს. შესაბამისად, რთულია წინასწარ საუბარი იმაზე, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, რადგან დეტალები ჩვენთვის ჯერ უცნობია", - აღნიშნავს ბიზნესმენი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბიზნესის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 64 სტატია.

  • სათამაშო ბიზნესის ფული "ქართული ოცნების" ყულაბაში - რას ამბობენ ექსპერტებიტვ პირველი
  • ლევან ჟორჟოლიანი: კომპრომისები ხარისხის ხარჯზე გამორიცხულია, ასევე არ ვაპირებთ, გადავიხადოთ ან ძალიან ბევრი, ან ძალიან ცოტა, ჩვენი მიზანია, გადავიხადოთ სამართლიანი, ადეკვატური ღირებულება, ბიზნესმა თავისი მიიღოს, სახელმწიფომ და მოქალაქეებმა მივიღოთ ხარისხიანი ინფრასტრუქტურა, რომელსაც არ უნდა სჭირდებოდეს რეაბილიტაცია 2-3 წლის შემდეგ, მან უნდა გაუძლოს ათწლეულებსიმედი
  • POLITICO: რატომ არ მუშაობს ბრიუსელის რეფორმები - ევროპული ბიზნესი იმედგაცრუებულიარუსთავი 2
  • ევროკავშირის დახმარება: ათი გზა საქართველოში ბიზნესის გასავითარებლადნეტგაზეთი
ბიზნესის →

მსგავსი სტატიები

საქართველო დიუშენის სამკურნალო მედიკამენტ "ჯივინოსტატს" ყიდულობს - სარჯველაძე

საქართველო დიუშენის სამკურნალო მედიკამენტ "ჯივინოსტატს" ყიდულობს - სარჯველაძე

BM.GE

არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე

არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე

BM.GE

Galt & Taggart-ის პროგნოზით, 2027 წელს რეფინანსირების განაკვეთი 7.5%-მდე შემცირდება

Galt & Taggart-ის პროგნოზით, 2027 წელს რეფინანსირების განაკვეთი 7.5%-მდე შემცირდება

BM.GE

ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, მთავარია დროული რეაგირება - კახა კალაძე სემეკის განცხადებაზე

ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, მთავარია დროული რეაგირება - კახა კალაძე სემეკის განცხადებაზე

BM.GE