მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Nvidia ევროპაში $10-მილიარდიანი საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში ოთხ გერმანულ სტარტაპს დააფინანსებს
Nvidia ევროპაში $10-მილიარდიანი საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში ოთხ გერმანულ სტარტაპს დააფინანსებს

Nvidia ევროპაში $10-მილიარდიანი საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში ოთხ გერმანულ სტარტაპს დააფინანსებს

BM.GE21 ოქტომბერი, 2026, 01:16|bm.ge

ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი Nvidia ევროპის ხელოვნური ინტელექტის სექტორში ინვესტიციებს ზრდის და ოთხ გერმანულ სტარტაპს დააფინანსებს. როგორც ირკვევა, ეს ნაბიჯი კომპანიის თითქმის $10-მილიარდიანი საინვესტიციო პროგრამის ნაწილია, რომელიც ევროპულ კომპანიებში, უნივერსიტეტებსა და კვლევით ინსტიტუტებში კაპიტალის დაბანდებას ითვალისწინებს.

ბერლინში გამართულ სამიტზე ცნობილი გახდა, რომ დაფინანსებას Agile Robots-ი, Avelios Medical-ი, Mirelo და Reflex Aerospace-ი მიიღებენ, თუმცა გარიგებების ფინანსური მოცულობა არ გასაჯაროებულა.

სიცხადისთვის, Agile Robots-ი წარმოების, ლოგისტიკისა და ჯანდაცვის სექტორებისთვის რობოტებს ქმნის, Avelios Medical-ი კი საავადმყოფოების მართვის პროგრამულ უზრუნველყოფაზე მუშაობს. რაც შეეხება დანარჩენ ორ კომპანიას, Mirelo ვიდეოებისთვის აუდიოს გენერირების მოდელებს ავითარებს, ხოლო Reflex Aerospace-ი თანამგზავრებს აპროექტებს.

ღონისძიებაზე გაირკვა ისიც, რომ Nvidia გერმანიის ფედერალურ მთავრობასთან თანამშრომლობას აფართოებს. მხარეებმა ინდუსტრიული ხელოვნური ინტელექტის მოდელების განვითარების მიზნით ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი.

პარალელურად, ჩიპების მწარმოებელთან პარტნიორობა კომპანია Siemens-მაც გააღრმავა და ერლანგენის ქარხანაში Nvidia-სთან ერთად შექმნილი ახალი ტექნოლოგიური გადაწყვეტები წარადგინა. ეს ინოვაცია დამოუკიდებლად მომუშავე ქარხნების განვითარებას ემსახურება. Siemens-ის გათვლებით, ახალი სისტემები წარმოების მომზადებისთვის საჭირო საინჟინრო სამუშაოებს 85%-მდე შეამცირებს, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული დაგეგმარება კი ხარჯებს 20%-ით დაზოგავს.

"გთხოვთ, გაუღეთ კარი ხელოვნურ ინტელექტს თქვენი მონაცემების გამოსაყენებლად", - მიმართა გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს. კანცლერმა ახალი ტექნოლოგია ეკონომიკისთვის დიდ შესაძლებლობად შეაფასა და მისი დანერგვისთვის პრიორიტეტულ დარგებად წარმოება, მანქანათმშენებლობა და ავტოინდუსტრია დაასახელა.

მერცის პოზიცია Nvidia-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯენსენ ჰუანგმაც გაიზიარა და წარმოების, მათემატიკისა და მეცნიერების სფეროებში გერმანიის გამოცდილებას გაუსვა ხაზი. ჰუანგის განმარტებით, ხელოვნური ინტელექტი ქვეყნის ინდუსტრიულ შესაძლებლობებს არა ჩაანაცვლებს, არამედ გააძლიერებს.

ცნობისთვის, გასულ კვირას ჯენსენ ჰუანგი საფრანგეთსაც ეწვია, სადაც ოთხ ფრანგულ სტარტაპში ინვესტიციის განხორციელება დააანონსა. მან პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან ხელოვნური ინტელექტის განვითარების საკითხებიც განიხილა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ციტრუსის რთვლისთვის საკოორდინაციო შტაბი, სავარაუდოდ, 10 ნოემბრიდან გაიხსნება - რა მოლოდინი აქვს ბიზნესს?

ციტრუსის რთვლისთვის საკოორდინაციო შტაბი, სავარაუდოდ, 10 ნოემბრიდან გაიხსნება - რა მოლოდინი აქვს ბიზნესს?

BM.GE

"სახელმწიფომ წყალტუბოს პოპულარიზაციაში დიდი თანხა უნდა დახარჯოს" - რა შემთხვევაში დაინტერესდება ბიზნესი სანატორიუმებით?

"სახელმწიფომ წყალტუბოს პოპულარიზაციაში დიდი თანხა უნდა დახარჯოს" - რა შემთხვევაში დაინტერესდება ბიზნესი სანატორიუმებით?

BM.GE

გარი კასპაროვმა დონალდ ტრამპი კრემლის ინტერესების გატარებაში დაადანაშაულა

გარი კასპაროვმა დონალდ ტრამპი კრემლის ინტერესების გატარებაში დაადანაშაულა

BM.GE

ევროკავშირი არქტიკაში რუსეთისა და ჩინეთის გავლენის შეზღუდვას გეგმავს

ევროკავშირი არქტიკაში რუსეთისა და ჩინეთის გავლენის შეზღუდვას გეგმავს

BM.GE