მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Nvidia-მ ჩინეთის ბაზარი Huawei-ს დაუთმო
Nvidia-მ ჩინეთის ბაზარი Huawei-ს დაუთმო

Nvidia-მ ჩინეთის ბაზარი Huawei-ს დაუთმო

BM.GE22 მაისი, 2026, 22:51|bm.ge

ტექნოლოგიური ინდუსტრიის გიგანტის, კომპანია Nvidia-ს დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა, ჯენსენ ჰუანგმა განაცხადა, რომ აშშ-ის საექსპორტო შეზღუდვების ფონზე, კომპანიამ ჩინეთის ხელოვნური ინტელექტის ჩიპების ბაზარი აზიაში მის მთავარ კონკურენტს, Huawei-ს "პრაქტიკულად" დაუთმო.

მედიასთან ინტერვიუში ჰუანგმა აღნიშნა, რომ ჩინეთში AI ჩიპებზე გაზრდილი მოთხოვნის ფონზე, განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც ბაზრიდან Nvidia-ს გავიდა, ადგილობრივმა კომპანიებმა ეკოსისტემის განვითარება დამოუკიდებლადაც შეძლეს. მან გამორჩეულად გამოყო კომპანია Huawei, რომელსაც წელს რეკორდული შედეგები ჰქონდა. ჰუანგი მოელის, რომ მას კიდევ უფრო წარმატებული წლები ელოდება წინ.

ანალიტიკოსები ყურადღებას ამახვილებენ ფაქტზე, რომ ვაშინგტონის მიერ AI ჩიპების ექსპორტის გამკაცრებამ ნახევარგამტარების სფეროში თვითკმარობის მიღწევის სურვილი ადგილობრივ ბაზარზე კიდევ უფრო გაამძაფრა და ლოგიკური შედეგი მოიტანა. ეს ვითარება განსაკუთრებით საყურადღებოა იმ ფონზე, როცა წარსულში Nvidia მონაცემთა ცენტრებისთვის შექმნილი ჩიპებიდან შემოსავლის მეხუთედს ჩინეთიდან იღებდა და ბაზარზე უკონკურენტო ლიდერად მიიჩნეოდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

BM.GE

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

BM.GE

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

BM.GE

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

BM.GE