მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Nvidia-ს კვარტალური შემოსავალი $81.62 მილიარდამდე გაიზარდა
Nvidia-ს კვარტალური შემოსავალი $81.62 მილიარდამდე გაიზარდა

Nvidia-ს კვარტალური შემოსავალი $81.62 მილიარდამდე გაიზარდა

BM.GE21 მაისი, 2026, 17:25|bm.ge

ტექნოლოგიური ინდუსტრიის ამერიკულმა გიგანტმა, Nvidia-მ 2026 წლის პირველი სამი თვის რეკორდული ფინანსური შედეგები წარადგინა. არსებული ინფორმაციით, კვარტალურმა შემოსავალმა ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებულ $78.86 მკვეთრად მილიარდს გადააჭარბა და $81.62 მილიარდი შეადგინა. შედარებისთვის, თუ გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კომპანიამ $44.06 მილიარდის შემოსავალი მიიღო, ამჯერად მაჩვენებელი 84%-ით გაიზარდა. ამასთან, Nvidia-ს წმინდა მოგებამ წლიურ ჭრილში $18.8 მილიარდიდან $42.96 მილიარდამდე მოიმატა. რაც შეეხება ერთ აქციაზე კორექტირებულ მოგებას, დასახელებულმა მაჩვენებელმა ანალიტიკოსების მიერ ნავარაუდებ $1.76-ს გადააჭარბა და $1.87 შეადგინა.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ Nvidia-მ კვარტალური ანგარიშგების სტრუქტურა შეცვალა და ბაზარი ორ ძირითად სეგმენტად დაყო. პირველი მიმართულება მონაცემთა ცენტრებს მოიცავს, ხოლო მეორე სეგმენტს "პერიფერიული გამოთვლები" შეადგენს. მონაცემთა ცენტრების მიმართულებიდან მიღებული შემოსავალი წლიურად გაორმაგდა და $75.2 მილიარდი შეადგინა. დასახელებულმა მაჩვენებელმა StreetAccount-ის ანალიტიკოსების მოლოდინებს გადააჭარბა. რაც შეეხება პერიფერიული გამოთვლების ახალ სეგმენტს, ის პერსონალურ კომპიუტერებს, რობოტექნიკასა და ავტომობილებს მოიცავს და ამ მიმართულების გაყიდვები წლიურად 29%-ით გაიზარდა, რაც კვარტალურად $6.4 მილიარდს უდრის.

Nvidia-ს გენერალურმა დირექტორმა, ჯენსენ ჰუანგმა შედეგების გამოქვეყნების შემდეგ ინვესტორებთანაც ისაუბრა და თქვა, რომ ხელოვნური ინტელექტის ქარხნების მშენებლობა კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი ინფრასტრუქტურული გაფართოებაა და მათი რაოდენობა საოცარი სიჩქარით იზრდება. ხელმძღვანელმა თქვა ისიც, რომ აგენტური ხელოვნური ინტელექტის ეპოქა უკვე დადგა და ის ბიზნესში რეალურ ღირებულებას ქმნის.

სამომავლო გეგმების მიხედვით, მიმდინარე ფისკალურ მეორე კვარტალში კომპანია $91 მილიარდის შემოსავალს ელოდება. ეს მაჩვენებელი საგრძნობლად აჭარბებს LSEG-ის ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებულ $86.84 მილიარდს. საყურადღებოა, რომ დასახელებული პროგნოზი ჩინეთის ბაზრიდან მონაცემთა ცენტრების შემოსავლების მიღებას არ ითვალისწინებს.

ანალიტიკოსების განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია იმ ფაქტმაც, რომ კომპანიის დირექტორთა საბჭომ აქციების გამოსასყიდად დამატებით $80 მილიარდი გამოყო, რაც ტექ-გიგანტის მხრიდან უპრეცედენტო გადაწყვეტილებაა. პარალელურად, Nvidia კვარტალურ დივიდენდს თითო აქციაზე 1 ცენტიდან 25 ცენტამდე ზრდის.

აქვე უნდა ითქვას, რომ მიმდინარე კვარტალში კომპანიის თავისუფალმა ფულადმა ნაკადმა $48.6 მილიარდი შეადგინა. საყურადღებოა, რომ ფინანსური ანგარიშგების გამოქვეყნების შემდეგ, უოლ-სტრიტზე კომპანიის აქციების ფასი უცვლელი დარჩა. ამჟამად თითოეული აქციის ღირებულება $221.48-ს შეადგენს, თავად კომპანიის კაპიტალიზაცია კი $5.4 ტრილიონია.

ცნობისთვის, ხელოვნური ინტელექტის ბუმამდე Nvidia-სთვის უმნიშვნელოვანესი მიმართულება გეიმინგ-ინდუსტრია იყო. 2020 ფისკალურ წელს ამ სეგმენტზე კომპანიის შემოსავლების ნახევარზე მეტი მოდიოდა. ამჟამად ვითარება რადიკალურად შეიცვალა და მონაცემთა ცენტრების წილი მთლიან გაყიდვებში 90%-ს აჭარბებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE