მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Nvidia-სთან და Apple-თან მზარდი კონკურენციის ფონზე, Huawei ახალი ჩიპების გამოშვებას გეგმავს
Nvidia-სთან და Apple-თან მზარდი კონკურენციის ფონზე, Huawei ახალი ჩიპების გამოშვებას გეგმავს

Nvidia-სთან და Apple-თან მზარდი კონკურენციის ფონზე, Huawei ახალი ჩიპების გამოშვებას გეგმავს

BM.GE31 მაისი, 2026, 20:53|bm.ge

ჩინურმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა Huawei-მ, აშშ-ის სანქციების მიუხედავად, მოწინავე ნახევარგამტარების განვითარების ახალი მიდგომა წარადგინა. ეს ხდება იმ ფონზე, როცა Nvidia-ს ჩინეთში თავისი უმაღლესი კლასის ჩიპების გაყიდვა უჭირს - წერს CNBC.

Huawei-ს განცხადებით, მათ ახალი საინჟინრო მიდგომა LogicFolding შეიმუშავეს, რომელიც შემოდგომაზე Kirin-ის სერიის სმარტფონის ჩიპების დასამზადებლად გამოიყენება.

ეს ტექნოლოგიური გარღვევა ემთხვევა პერიოდს, როდესაც Nvidia ჩინეთში აშშ-ის საექსპორტო შეზღუდვების წინაშე დგას, Apple-ს კი მსოფლიოს სიდიდით მეორე სამომხმარებლო ბაზარზე Huawei-ს მხრიდან განახლებულ კონკურენციასთან უწევს გამკლავება.

2023 წელს გამოსული Huawei-ს სმარტფონი, Mate 60, მოწინავე ჩიპზე მომუშავე 5G კავშირით იყო აღჭურვილი, რამაც კომპანიას Apple-ისგან ბაზრის წილის დაბრუნებაში შეუწყო ხელი.

მართალია, ბოლო წლებში აშშ-ის შეზღუდვებმა Nvidia-ს ჩინეთში ყველაზე თანამედროვე ჩიპების გაყიდვის საშუალება წაართვა, პეკინმა სანაცვლოდ ადგილობრივი ტექნოლოგიების მხარდაჭერა გააძლიერა.

გასულ კვირას Nvidia-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯენსენ ჰუანგმა CNBC-სთან საუბრისას განაცხადა, რომ ამერიკულმა კომპანიამ ჩინური ბაზარი Huawei-ს "დაუთმო".

Huawei-ს მტკიცებით, 2031 წლისთვის მის ახალ ტექნოლოგიას 1.4 ნანომეტრიანი (ნმ) პროცესის ეკვივალენტური შესაძლებლობების შეთავაზება შეეძლება.

ნანომეტრიული პროცესები ჩიპების წარმოების ტექნოლოგიას გულისხმობს, სადაც უფრო მცირე ზომის კვანძები (nodes), როგორც წესი, უფრო სწრაფ და ეფექტიან ნახევარგამტარებს უზრუნველყოფს.

მას შემდეგ, რაც Huawei-ს ჰოლანდიური მწარმოებლის, ASML-ის ექსტრემალური ულტრაიისფერი (EUV) ლითოგრაფიის დანადგარებზე წვდომა შეეზღუდა, კომპანია იძულებული გახდა, ჩიპების განვითარების ალტერნატიული გზები ეძებნა, რათა ხელოვნური ინტელექტის (AI) სფეროში კონკურენტუნარიანობა შეენარჩუნებინა.

CNBC-ის შეფასებით, შემოდგომაზე ამ ტექნოლოგიის ფლაგმანურ Mate 90-ის სერიის სმარტფონებში დანერგვა საინჟინრო მიღწევა იქნება, თუმცა AI მონაცემთა ცენტრებში მისი გამოყენება, "იმის საბოლოო ლაკმუსის ქაღალდი გახდება, თუ რამდენად კრეატიულად აუარა ჩინეთმა გვერდი დასავლურ სანქციებს".

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

BM.GE