მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Nvidia ტაივანში ყოველწლიურად $150 მილიარდის ინვესტიციას ჩადებს
Nvidia ტაივანში ყოველწლიურად $150 მილიარდის ინვესტიციას ჩადებს

Nvidia ტაივანში ყოველწლიურად $150 მილიარდის ინვესტიციას ჩადებს

BM.GE31 მაისი, 2026, 14:08|bm.ge

ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის, Nvidia-ს გენერალურმა დირექტორმა, ჯენსენ ჰუანგმა ტაივანში ყოველწლიურად დაახლოებით $150 მილიარდის ინვესტირების გეგმა წარადგინა. კომპანიის ხელმძღვანელმა ეს განცხადება ტაიბეიში ახალი სათავო ოფისის პრეზენტაციაზე გააკეთა. ჰუანგმა დასახელებული რეგიონი ხელოვნური ინტელექტის რევოლუციის „ეპიცენტრად“ მოიხსენია და აღნიშნა, რომ კუნძული გლობალური ტექნოლოგიური წარმოების ცენტრად ხანგრძლივი დროით დარჩება.

რაც შეეხება თავად ახალ სათავო ოფისს, რომლის პრეზენტაციაზეც ჰუანგმა კაპიტალური დანახარჯების მნიშვნელოვანი ზრდა დააანონსა, მისი მშენებლობა მიმდინარე წელს დაიწყება და ის სრულფასოვნად 2030 წელს ამოქმედდება. როგორც Nvidia-ში აცხადებენ, ეს შენობა ამერიკულ გიგანტს უფრო მეტად დააახლოებს იმ პარტნიორთან, რომელიც ხელოვნური ინტელექტის სისტემებისთვის მოწინავე ნახევარგამტარებს აწარმოებს. საუბარია TSMC-ზე, რომელიც Nvidia-ს ძირითად მომწოდებლად მიიჩნევა.

საყურადღებოა, რომ ბოლო წლებში კომპანიამ კაპიტალური დანახარჯები მკვეთრად გაზარდა. თუ რამდენიმე წლის წინ Nvidia რეგიონში ყოველწლიურად მხოლოდ $10 მილიარდიდან $15 მილიარდამდე აბანდებდა, ამჯერად მაჩვენებელმა $100 მილიარდს გადააჭარბა. უახლოეს პერიოდში კი დანახარჯების $150 მილიარდამდე გაზრდა იგეგმება.

ცნობისთვის, Nvidia ამერიკული გიგანტია, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით მოწინავე ჩიპების წარმოების ლიდერად მიიჩნევა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE