მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Oktopus-ი ახალი ფილიალის გახსნას საბურთალოზე გეგმავს|დეტალები
Oktopus-ი ახალი ფილიალის გახსნას საბურთალოზე გეგმავს|დეტალები

Oktopus-ი ახალი ფილიალის გახსნას საბურთალოზე გეგმავს|დეტალები

BM.GE14 მაისი, 2026, 19:05|bm.ge

სპორტული კომპლექსების ქსელი Oktopus Fitness Club გაფართოებას აგრძელებს. კომპანიის მმართველმა პარტნიორმა გიორგი ასათიანმა BM.GE-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ახალი ფილიალი სავარაუდოდ 2026 წლის ბოლოს ან 2027 წლის დასაწყისში გაიხსნება.

მისი თქმით, ახალი სივრცე საბურთალოზე, Biograph-ის პროექტ „საკენში“ განთავსდება და არსებული ფილიალებიდან ყველაზე მასშტაბური იქნება. კომპლექსი დატვირთული იქნება საცურაო აუზითა და უახლესი სავარჯიშო ტრენაჟორებით.

"ახალ ფილიალს სავარაუდოდ ან წლის ბოლოს, ან 2027 წლის დასაწყისში გავხსნით, რომელიც თბილისში იქნება ყველაზე დიდი სავარჯიშო სივრცე დღეს არსებულებს შორის. 2500 კვ.მ-ზე იქნება გაშლილი 25-მეტრიანი საცურაო აუზით", - განაცხადა გიორგი ასათიანმა.

რა ინვესტიციით გაიხსნება ობიექტი და რა ეღირება, ამ და სხვა დეტალების გაჟღერებისგან კომპანია ჯერჯერობით თავს იკავებს.

ამ დროისთვის Oktopus Fitness Club ჯამში 6 ფილიალს აერთიანებს, მათგან ერთი ბათუმში ფუნქციონირებს. კომპანიის ოფიციალური ვებგვერდის მიხედვით, ერთთვიანი აბონემენტის ღირებულება, რომელიც 5-დღიან დაპაუზებასაც მოიცავს, 195-დან 655 ლარამდე მერყეობს და კონკრეტულ ფილიალზეა დამოკიდებული. საგულისხმოა, რომ კომპანიამ სულ ცოტა ხნის წინ საკუთარი საკვები დანამატი გამოუშვა, რომელიც გერმანიაში იწარმოება, ხოლო ბაზარზე Oktopus Nutrition-ის სახელით იყიდება. მისი ღირებულება ოფიციალურ ვებგვერდზე 145 ლარია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE