
ომის დაწყების შემდეგ, საქართველოდან ირანში ავტომობილების რეექსპორტი 51,397%-ით გაიზარდა
2026 წელს საქართველოდან ირანში ავტომობილების ექსპორტი მკვეთრად გაიზარდა და იანვარ-მაისში 44 მილიონ დოლარს მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 51,397%-ით არის გაზრდილი. თუკი 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში საქართველოდან ირანში სულ 86 ათასი დოლარის ღირებულების სამი ერთეული ავტომობილის ექსპორტი განხორციელდა, 2026 წლის იანვარ-მაისში ექსპორტმა 2,519 ავტომობილს მიაღწია, რაც რაოდენობრივად 83,967%-ით ზრდას ნიშნავს.
ამასთან, ირანში ავტოექსპორტი განსაკუთრებით გააქტიურდა მას შემდეგ, რაც ამ ქვეყანაში ომი დაიწყო, რადგან იანვარ-თებერვალში ექსპორტი სულ 228 ავტომობილი იყო 3.8 მილიონი დოლარის ოდენობით, ხოლო მარტიდან იმპორტი მკვეთრად გაიზარდა და ბოლო სამ თვეში ჯამურად 2,291 ავტომობილს და 40.2 მილიონ დოლარს მიაღწია.
ზოგადად კი, საქართველოს ჯამური ავტოექსპორტი მცირდება. მთლიანად იანვარ-მაისში საქართველოს ავტოექსპორტმა 735 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 25%-ით არის შემცირებული. ექსპორტში პირველ ადგილს კვლავ ყირგიზეთი იკავებს 340 მილიონი დოლარით, თუმცა ამ ბაზარზე ავტოექსპორტი 34%-ით შემცირდა, 42%-ით იკლო ექსპორტმა ყაზახეთში და 164 მილიონი დოლარი შეადგინა, აზერბაიჯანში კი ავტოექსპორტი 38%-ით შემცირდა 66 მილიონ დოლარამდე. ხოლო მეხუთე პოზიციას კი ირანი იკავებს, სადაც ექსპორტი 51,397%-ით გაიზარდა 2,519 ავტომობილამდე.
2026 წლის იანვარ-მაისში საქართველოს ავტოექსპორტი ასე ნაწილდება:
# ქვეყნები მლნ დოლარი ავტომობილების რაოდენობა ერთი ავტომობილის საშუალო ფასი ექსპორტის ზრდა/კლება წინა წელთან შედარებით 1 ყირგიზეთი $340 მილიონი; 8,524 $40 ათასი; -34% 2 ყაზახეთი $164 მილიონი; 10,439 $16 ათასი; -42% 3 აზერბაიჯანი $66 მილიონი; 1,926 $34 ათასი; -38% 4 ირანი $44 მილიონი; 2,519 $18 ათასი; 51,397% 5 ტაჯიკეთი $39 მილიონი; 2,356 $17 ათასი; 147% 6 სომხეთი $33 მილიონი; 1,150 $28 ათასი; 59% 7 უზბეკეთი $18 მილიონი; 874 $21 ათასი; 52% 8 არაბთა გაერთიანებული საამიროები $7 მილიონი; 32 $216 ათასი; 86% 9 მოლდოვა $6 მილიონი; 416 $14 ათასი; 128% 10 უკრაინა $4 მილიონი; 457 $9 ათასი; 35%
BM.GE
წყარო: bm.ge