მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ომის გამო, BP-ის მოგება გაორმაგდა
ომის გამო, BP-ის მოგება გაორმაგდა

ომის გამო, BP-ის მოგება გაორმაგდა

BM.GE29 აპრილი, 2026, 18:40|bm.ge

ენერგეტიკულმა გიგანტმა BP-იმ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში $3.2 მილიარდის მოგება მიიღო, რაც მნიშვნელოვნად აჭარბებს ანალიტიკოსების მოლოდინებს. ირანის ომის დაწყების შემდეგ ნავთობზე ფასების მკვეთრმა ზრდამ კომპანიის შემოსავლების გაორმაგება გამოიწვია. თუ გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კომპანიის მოგება $1.38 მილიარდს შეადგენდა, ამჯერად ნავთობით ვაჭრობის სეგმენტში დაფიქსირებულმა მაჩვენებლებმა საერთო ფინანსური სურათი რადიკალურად შეცვალა.

კომპანიის მომხმარებლებისა და პროდუქტების დევიზიამ, რომელიც ნავთობით ვაჭრობის ქვედანაყოფსაც მოიცავს, $2.5 მილიარდის მოგება აჩვენა. აღსანიშნავია, რომ ერთი წლის წინ აღნიშნული მიმართულების შემოსავალი მხოლოდ $103 მილიონს შეადგენდა. ფინანსური ზრდა პირდაპირ უკავშირდება ბაზარზე არსებულ არასტაბილურობას, რადგან ფასების მკვეთრი ცვალებადობა ტრეიდერებს ყიდვა-გაყიდვის სხვაობით დიდი მოგების მიღების შესაძლებლობას აძლევს.

მიუხედავად სავაჭრო სექტორში მიღწეული წარმატებისა, ნავთობისა და გაზის მოპოვების მაჩვენებელი უცვლელი დარჩა. მეორე კვარტალში კომპანია წარმოების მოცულობის შემცირებას ელოდება, რაც ნაწილობრივ ახლო აღმოსავლეთში არსებულ დესტაბილიზაციას უკავშირდება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

BM.GE

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

BM.GE

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

BM.GE

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

BM.GE