მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ომის გამო, Shell-ის, BP-ისა და TotalEnergies-ის შემოსავლები გაიზარდა
ომის გამო, Shell-ის, BP-ისა და TotalEnergies-ის შემოსავლები გაიზარდა

ომის გამო, Shell-ის, BP-ისა და TotalEnergies-ის შემოსავლები გაიზარდა

BM.GE13 მაისი, 2026, 03:14|bm.ge

ევროპულმა ნავთობკომპანიებმა მიმდინარე წლის პირველ კვარტალში მოგება, გასული წლის ბოლო პერიოდთან შედარებით, $4.75 მილიარდამდე გაზარდეს. კერძოდ, Shell-ის, BP-ისა და TotalEnergies-ის ჯამური შემოსავლები, ომით გამოწვეული მაღალი ვოლატილობის შედეგად, მკვეთრად გაიზარდა.

როგორც ირკვევა, ენერგორესურსებზე ფასების მკვეთრმა მატებამ და ბაზრის არასტაბილურობამ ევროპულ კომპანიებს საშუალება მისცა, სავაჭრო ოპერაციების ხარჯზე ამერიკულ კონკურენტებზე უკეთესი მაჩვენებლები დაეფიქსირებინათ.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ სავაჭრო მიმართულებით მიღებულმა რეკორდულმა მოგებამ ევროპული გიგანტებისთვის ახლო აღმოსავლეთში ნავთობის მოპოვების შემცირებით გამოწვეული ზარალი სრულად დააბალანსა.

Shell-ის მიერ გასულ კვირას გამოქვეყნებული ანგარიშით დასტურდება, რომ კომპანიის ფინანსური შედეგები ანალიტიკოსების პროგნოზს მნიშვნელოვნად აჭარბებს. აღნიშნული ზრდა ნავთობპროდუქტებზე რეალიზებული ფასების მატებასა და უპრეცედენტო საბაზრო ვოლატილობის პირობებში გააქტიურებულ ვაჭრობას უკავშირდება.

რაც შეეხება სხვა მსხვილ მოთამაშეებს, BP-მ პირველ კვარტალში მოგება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გააორმაგა. პარალელურად, ფრანგულმა TotalEnergies-მა კვარტალური მოგების 30%-იანი ზრდის შესახებ განაცხადა და შუალედური დივიდენდი 6%-ით გაზარდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

BM.GE

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

BM.GE