მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ონის შესასვლელთან მეწყერი ჩამოწვა - ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
ონის შესასვლელთან მეწყერი ჩამოწვა - ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

ონის შესასვლელთან მეწყერი ჩამოწვა - ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

BM.GE1 მაისი, 2026, 21:45|bm.ge

ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის გზის 110-ე კმ-ზე ქვის ცვენის გამო მოძრაობა დროებით აიკრძალა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მეწყრული პროცესი ქალაქ ონის შესასვლელთან განვითარდა.

მეწყერის ჩამოწოლის შესახებ "ქართული ოცნების" დელეგატი რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მხარეებიდან, გოჩა ენუქიძეც წერს. მისი ინფორმაციით, ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.

"ქალაქ ონის შესასვლელთან, მთის ფერდობზე განვითარებული მეწყრული პროცესის შედეგად, საავტომობილო გზის სავალი ნაწილი ჩაიკეტა, რის გამოც დროებით შეფერხებულია სატრანსპორტო მოძრაობა.

ადგილზე, შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ტარდება შესაბამისი ღონისძიებები.

მოგიწოდებთ, გაითვალისწინოთ შექმნილი მდგომარეობა, დაიცვათ უსაფრთხოების წესები.

მოძრაობის აღდგენის შესახებ დამატებით ინფორმაციას ეტაპობრივად მოგაწვდით", - წერს გოჩა ენუქიძე.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

BM.GE

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

BM.GE

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

BM.GE

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

BM.GE