მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. OpenAI-ის ფინანსური დირექტორი IPO-ს გადავადებას ითხოვს
OpenAI-ის ფინანსური დირექტორი IPO-ს გადავადებას ითხოვს

OpenAI-ის ფინანსური დირექტორი IPO-ს გადავადებას ითხოვს

BM.GE5 მაისი, 2026, 04:10|bm.ge

OpenAI-ის ფინანსური დირექტორი, სარა ფრიარი, კომპანიის საფონდო ბირჟაზე გასვლის პროცესის 2027 წლამდე გადადების ინიციატივით გამოდის. WSJ-ის ინფორმაციით, ფრიარი კერძო საუბრებში აღნიშნავს, რომ ტექნოლოგიური გიგანტი ჯერ მზად არ არის საჯარო კომპანიებისთვის დაწესებული მკაცრი ანგარიშგების სტანდარტების დასაკმაყოფილებლად.

აღნიშნული პოზიცია ეწინააღმდეგება კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, სემ ოლტმენის გეგმას, რომელიც რეკორდულ IPO-ს 2026 წლის ზაფხულისთვის გეგმავს.

როგორც ირკვევა, გადაწყვეტილების მიზეზი ხარჯების ოპტიმიზაციისა და შემოსავლების ზრდის ტემპის დაბალანსების საჭიროებაა. ბოლო პერიოდში OpenAI-იმ შემოსავლების მიზნობრივ მაჩვენებლებს ვერ მიაღწია, მაშინ როდესაც კომპანიის ხარჯები მონაცემთა ცენტრების მშენებლობაზე კოლოსალურია.

არსებული პროგნოზით, OpenAI-იმ მომდევნო რვა წლის განმავლობაში ინფრასტრუქტურაში $1.4 ტრილიონი უნდა დააბანდოს, რამაც შესაძლოა, 2028 წლისთვის მისი ზარალი $74 მილიარდამდე გაზარდოს. შედარებისთვის, მისი მთავარი კონკურენტი Anthropic AI, კორპორაციული კლიენტების აქტიური მოზიდვის ხარჯზე, იმავე პერიოდისთვის წონასწორობის წერტილის მიღწევას გეგმავს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ითხოვს

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 42 სტატია.

  • ხალხის პასუხი პარტიებს, რომლის ანტიკონსტიტუციურად გამოცხადებასაც მმართველი გუნდი საფუძვლიანად ითხოვს - მმართველი გუნდის პოზიცია 25 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებითრუსთავი 2
  • სპეცრაზმელების საქმე - მოკლული ბიჭის დედა ერთ-ერთი დაკავებულის შეყვარებულის დასჯას ითხოვსტვ პირველი
  • პროკურატურა გიორგი პატარიძისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვსფორმულა
  • სააკაშვილი ითხოვს, დაასწრონ ოპოზიციის აკრძალვის საქმესნეტგაზეთი
ითხოვს →

მსგავსი სტატიები

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

BM.GE

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

BM.GE

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

BM.GE

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE