მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. OpenAI-ის გაყიდვების ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა
OpenAI-ის გაყიდვების ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა

OpenAI-ის გაყიდვების ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა

BM.GE6 მაისი, 2026, 03:45|bm.ge

OpenAI-ის გაყიდვების მიმართულების ხელმძღვანელმა, ჯეიმს დაიტმა თანამდებობა დატოვა. გავრცელებული ინფორმაციით, იგი საქმიანობას საინვესტიციო კომპანია Thrive Capital-ში გააგრძელებს. დაიტი აღნიშნულ ორგანიზაციაში რეზიდენტი ოპერატორის პოზიციას დაიკავებს. აღსანიშნავია, რომ იგი OpenAI-ის გუნდს 2023 წელს, ჩეთბოტ ChatGPT-ის პოპულარობის ზრდის პერიოდში შეუერთდა.

ჯეიმს დაიტის განმარტებით, კომპანიის დატოვებისთვის იდეალური დრო შეირჩა. იგი მიიჩნევს, რომ მან თავისი მისია შეასრულა და OpenAI-ი საკმაოდ მყარ პოზიციაზე დააყენა. სიცხადისთვის, ამჟამად სტარტაპის შეფასება $850 მილიარდამდეა გაზრდილი. როგორც ირკვევა, დაიტს ადრეულ ეტაპზე მყოფ ტექნოლოგიურ კომპანიებთან მუშაობა იზიდავს. შესაბამისად, ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ ის მალე Thrive Capital-ის მიერ მხარდაჭერ და დაფინანსებულ სხვა ორგანიზაციაში გადავიდეს.

დაიტის გადაწყვეტილების სხვა მიზეზებზე საუბრობს მედია. როგორც Reuters-ი წერს, გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი კომპანიაში ბოლო დროს განხორციელებული საკადრო ცვლილებების ფარგლებში გაათავისუფლეს. ცნობისთვის, მანამდე თანამდებობა პროდუქტებისა და ბიზნესის ხელმძღვანელმა, ფიჯი სიმომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დატოვა. პოსტიდან ანალოგიური მიზეზით გადადგა მარკეტინგის ხელმძღვანელი კეიტ რაუჩიც. ამას გარდა, საოპერაციო დეპარტამენტის დირექტორი ბრედ ლაითკეპი სპეციალური პროექტების მიმართულებაზე გადავიდა. OpenAI-ი Sora-ს ხელმძღვანელმა, ბილ პიბლზმა და მეცნიერების მიმართულების ვიცე-პრეზიდენტმა, კევინ ვეილმაც დატოვეს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

BM.GE

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

BM.GE