მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. OpenAI-მ $14-მილიარდიანი საკონსულტაციო ბიზნესი წამოიწყო
OpenAI-მ $14-მილიარდიანი საკონსულტაციო ბიზნესი წამოიწყო

OpenAI-მ $14-მილიარდიანი საკონსულტაციო ბიზნესი წამოიწყო

BM.GE12 მაისი, 2026, 23:19|bm.ge

ხელოვნური ინტელექტის სტარტაპმა, OpenAI-მ ახალი საკონსულტაციო და სერვისების მიმწოდებელი მიმართულების, The OpenAI Deployment-ის შექმნა დაადასტურა. პროექტი კერძო საინვესტიციო ფონდების მიერ არის დაფინანსებული და მისი ღირებულება $14 მილიარდს შეადგენს.

როგორც ირკვევა, საწყის ეტაპზე კომპანიაში $4 მილიარდის ინვესტიცია განხორციელდა, რის შედეგადაც მისი წინასწარი შეფასება $10 მილიარდით განისაზღვრა. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ პროექტზე კონტროლს OpenAI ინარჩუნებს, ინვესტორებისთვის კი მოგების ზედა ზღვარი დაწესდა, თუმცა მათთვის 17.5%-იანი მინიმალური ამონაგები გარანტირებულია.

ამასთან, Deployment-ის პარტნიორებს შორის სამი გლობალური საკონსულტაციო გიგანტი გვევლინება: Bain & Co, Capgemini და McKinsey. აღნიშნული თანამშრომლობა კომპანიებს OpenAI-ს ტექნოლოგიურ შესაძლებლობებსა და სამომავლო გეგმებზე წვდომის საშუალებას მისცემს, რასაც ისინი კლიენტებთან მუშაობის პროცესში გამოიყენებენ.

პარალელურად ცნობილი გახდა, რომ ახალი კომპანია საინჟინრო გუნდების შეძენასაც გეგმავს და ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯი უკვე გადადგა.

ცნობისთვის, OpenAI-ს ახალი ქვედანაყოფი ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკული დანერგვისა და კორპორაციული კლიენტებისთვის ტექნოლოგიური მხარდაჭერის გაწევაზე იქნება ფოკუსირებული, ის ერგვარი IT-დეველოპერული კომპანია იქნება, რომელიც კომპანიებში AI-სისტემებს დანერგავს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" კიდევ ერთხელ დაჯარიმდა

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" კიდევ ერთხელ დაჯარიმდა

BM.GE

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

BM.GE

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

BM.GE

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

BM.GE