მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. OpenAI-მ საფონდო ბირჟაზე ტრილიონიანი IPO-ს განაცხადი წარადგინა
OpenAI-მ საფონდო ბირჟაზე ტრილიონიანი IPO-ს განაცხადი წარადგინა

OpenAI-მ საფონდო ბირჟაზე ტრილიონიანი IPO-ს განაცხადი წარადგინა

BM.GE9 ივნისი, 2026, 14:13|bm.ge

ხელოვნური ინტელექტის სექტორის ერთ-ერთმა ლიდერმა, OpenAI-მ აშშ-ის საფონდო ბირჟაზე პირველადი საჯარო შეთავაზების პროცესი კონფიდენციალურად დაიწყო.

Reuters-ის ინფორმაციით, ბაზარზე დებიუტის დროს OpenAI-ის სამიზნე კაპიტალიზაცია $1 ტრილიონს მიაღწევს, თავად პროცესი კი, შესაძლოა, მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყოს. კომპანიაში აქციების განთავსების ზუსტ მოცულობასა და ვადებზე ჯერ არ საუბრობენ და განმარტავენ, რომ კერძო სტატუსის პირობებში გარკვეული მიზნების მიღწევა უფრო მარტივია.

საყურადღებოა, რომ ბაზარზე ტრილიონიანი შეფასების მქონე სამი გიგანტის ტანდემი ყალიბდება, რაც ბოლო ათწლეულში ტექნოლოგიური სექტორის მიმართ ინვესტორთა ინტერესის ზრდის დასტურია. ბაზარზე გასვლას პირველი ილონ მასკის კუთვნილი SpaceX-ი გეგმავს, რომელიც $1.75-ტრილიონიანი შეფასებით $75 მილიარდის მოზიდვას აპირებს. ამასთან, OpenAI-ის კონკურენტმა, Anthropic-მა IPO-ზე კონფიდენციალური განაცხადი 1 ივნისს უკვე წარადგინა. ანალიტიკოსების შეფასებით, OpenAI-ის ნაბიჯი სწორედ Anthropic-ის მიერ მოპოვებულ უპირატესობაზე საპასუხო რეაქციას უკავშირდება.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ მიმდინარე წლის დასაწყისში OpenAI-მ $840-მილიარდიანი შეფასებით $110 მილიარდის მოზიდვა შეძლო, სადაც ძირითად ინვესტორებად SoftBank-ი, Amazon-ი და Nvidia გამოჩნდნენ.

ფინანსური მაჩვენებლების მიხედვით, მარტში კომპანიის ყოველთვიურმა შემოსავალმა $2 მილიარდს მიაღწია, რაც ოთხჯერ აღემატება ინტერნეტის ეპოქის საწყის ეტაპზე Google-ისა და Meta-ს ზრდის ტემპს. შედარებისთვის, 2024 წლის ბოლოს კომპანიის კვარტალური შემოსავალი $1 მილიარდი იყო.

არსებული ინფორმაციით, ინვესტორებთან შეხვედრაზე აღინიშნა, რომ OpenAI მოგებაზე გასვლას მხოლოდ 2030 წლისთვის პროგნოზირებს, შესაბამისად, ის მანამდე ზარალზე იქნება.

ამჟამად ChatGPT-ს ყოველკვირეულად 1 მილიარდზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავს, პრემიუმ გამომწერთა რაოდენობამ კი 50 მილიონს გადააჭარბა.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სამხრეთ კორეამ აშშ-ში $350 მილიარდის ინვესტირების გეგმა დაამტკიცა

სამხრეთ კორეამ აშშ-ში $350 მილიარდის ინვესტირების გეგმა დაამტკიცა

BM.GE

m²-ის გენერალური დირექტორი დიმიტრი ადამია გახდა

m²-ის გენერალური დირექტორი დიმიტრი ადამია გახდა

BM.GE

საქართველოს სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები სულ უფრო სწრაფი ტემპით შედის ჩინურ ბაზარზე - ჩინეთის ელჩი

საქართველოს სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები სულ უფრო სწრაფი ტემპით შედის ჩინურ ბაზარზე - ჩინეთის ელჩი

BM.GE

ეკონომიკის სამინისტროში FDI-ს ზრდას მომავალ თვეებსა და წლებშიც ელიან

ეკონომიკის სამინისტროში FDI-ს ზრდას მომავალ თვეებსა და წლებშიც ელიან

BM.GE