მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. OpenAI-მ სინგაპურში ხელოვნური ინტელექტის პირველი უცხოური ლაბორატორია დააფუძნა
OpenAI-მ სინგაპურში ხელოვნური ინტელექტის პირველი უცხოური ლაბორატორია დააფუძნა

OpenAI-მ სინგაპურში ხელოვნური ინტელექტის პირველი უცხოური ლაბორატორია დააფუძნა

BM.GE21 მაისი, 2026, 03:50|bm.ge

ხელოვნური ინტელექტის ამერიკულმა სტარტაპმა OpenAI-მ სინგაპურში პირველი უცხოური ლაბორატორია გახსნა. არსებული ინფორმაციით, კომპანიამ ქვეყნის ციფრული განვითარებისა და ინფორმაციის სამინისტროსთან ახალი პარტნიორობა უკვე გააფორმა.

ეს ინიციატივა სინგაპურში ხელოვნური ინტელექტის სფეროს განვითარებასა და ადგილობრივი ტალანტების ხელშეწყობას უზრუნველყოფს. ტექნოლოგიური გიგანტი ამ მიმართულებით 300 მილიონ სინგაპურულ დოლარზე ($235 მლნ.) მეტი მოცულობის ინვესტიციას ჩადებს. ახალი პროექტის ფარგლებში ორგანიზაცია სინგაპურის ოფისში მომუშავე პერსონალის რაოდენობას უახლოეს წლებში 200 თანამშრომლამდე გაზრდის.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ორმხრივი თანამშრომლობა მიზნად ინოვაციების დანერგვასა და მოქალაქეებისთვის, ბიზნესისთვის და სახელმწიფო უწყებებისთვის ტექნოლოგიური ხელმისაწვდომობის გაფართოებას ისახავს.

დასახელებული ერთობლივი პროექტი უკავშირდება იმ სტრატეგიულ გეგმას, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის ტრანსფორმაციას ითვალისწინებს. როგორც ცნობილია, სინგაპური მსხვილი ტექნოლოგიური ორგანიზაციების მოზიდვასა და გლობალურ ცენტრად ქცევას აქტიურად ცდილობს. ამ პროცესის ფარგლებში ის ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირებით საკუთარი ეკონომიკური პოტენციალის გაძლიერებას გეგმავს.

ცნობისთვის, სინგაპურის მთავრობასთან ხელოვნური ინტელექტის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმება კომპანია Google-მაც გააფორმა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

BM.GE