მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. [ოპოზიციის მხრიდან] არის აჟიოტაჟი, რადგან იციან რა პოლიტიკური წონის ფიგურა [მამუკა მდინარაძე] დაბრუნდა პოლიტიკაში - ირაკლი კირცხალია
[ოპოზიციის მხრიდან] არის აჟიოტაჟი, რადგან იციან რა პოლიტიკური წონის ფიგურა [მამუკა მდინარაძე] დაბრუნდა პოლიტიკაში - ირაკლი კირცხალია

[ოპოზიციის მხრიდან] არის აჟიოტაჟი, რადგან იციან რა პოლიტიკური წონის ფიგურა [მამუკა მდინარაძე] დაბრუნდა პოლიტიკაში - ირაკლი კირცხალია

BM.GE28 აპრილი, 2026, 00:50|bm.ge

"აჟიოტაჟი არის იმიტომ, რომ იციან, რა პოლიტიკური წონის ფიგურა დაბრუნდა პოლიტიკაში", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ სუს-ს ხელმძღვანელ მამუკა მდინარაძესთან დაკავშირებით ოპოზიციის მხრიდან გაკეთებული განცხადებების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კირცხალიას თქმით, სამართალდამცავ უწყებებში მიღწეული წარმატება კიდევ უფრო გაძლიერდება, როდესაც ამ უწყებებს მამუკა მდინარაძე გაუწევს კოორდინაციას.

“თქვენ გახსოვთ, რა იყო, როდესაც ბატონი მამუკა ირჩეოდა უსაფრთხოების სამსახურის უფროსად. გახსოვთ, რა რიტორიკა იყო - იყო ზუსტად ერთი და იგივე რიტორიკა და ახლა წავიდნენ ამ რიტორიკის მეორე წრეზე. უბრალოდ ღიმილის მომგვრელია და მრავლისმეტყველი.

ეს მათზე მეტყველებს, თუ რეალურად როგორ ნერვიულობენ ყველა იმ გაკეთებულ საქმეზე, თუ როგორ ნერვიულობენ მის რეპუტაციაზე, თუ როგორ ანერვიულებთ და აღელვებთ მისი პოლიტიკური წონა და როგორ აღელვებთ, რომ ამ წონისა და ამ გამოცდილების ადამიანი სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე სამართალდამცავი უწყებების კოორდინაციის ფუნქციით ბრუნდება პოლიტიკაში, ძალიან კარგად მესმის.

კიდევ უფრო მეტ აჟიოტაჟს მოველოდი მათი მხრიდან იმიტომ, რომ იციან, რას ნიშნავს მისი პოლიტიკური გამოცდილება და ძალიან კარგად იციან, რას ნიშნავს მისი პოლიტიკური წონა. ის წარმატებები, რომელიც მიღწეულია სამართალდამცავ უწყებებში, განსაკუთრებით უსაფრთხოების სამსახურში, ეს კიდევ უფრო გაძლიერდება იმ კოორდინაციის პირობებში, რასაც გაწევს ბატონი მამუკა მდინარაძე”, - აღნიშნა კირცხალიამ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ოპოზიციის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 58 სტატია.

  • არჩევნების შედეგების უარყოფით ოპოზიცია ამომრჩევლის არჩევანს უგულებელყოფს. ოპოზიციამ ყველა არჩევნები უარყო და ყოველ ჯერზე საჭიროა, ამას შესაბამისი მტკიცებულება მაინც მოჰყვეს - ირაკლი ქადაგიშვილირუსთავი 2
  • “ოცნებაში“ პარტიების აკრძალვის საფუძვლად, 2024 წლის არჩვენების წინ ოპოზიციის მხრიდან ერთობლივ მუშაობას ასახელებენტვ პირველი
  • საკონსტიტუციო სასამართლო ოპოზიციის აკრძალვის საქმის განხილვას მომდევნო კვირასაც გააგრძელებსფორმულა
  • წულუკიანის კომისიის დასკვნა ოპოზიციის აკრძალვის საქმის მტკიცებულებებიდან არ ამორიცხესნეტგაზეთი
ოპოზიციის →

მსგავსი სტატიები

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

BM.GE

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

BM.GE

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

BM.GE

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

BM.GE