მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ოქროს ფასი 7-კვირიან მაქსიმუმამდე გაიზარდა - რა ღირს ძვირფასი ლითონი?
ოქროს ფასი 7-კვირიან მაქსიმუმამდე გაიზარდა - რა ღირს ძვირფასი ლითონი?

ოქროს ფასი 7-კვირიან მაქსიმუმამდე გაიზარდა - რა ღირს ძვირფასი ლითონი?

BM.GE6 აგვისტო, 2026, 18:40|bm.ge

6 აგვისტოს ოქროს ფასი ბოლო შვიდი კვირის განმავლობაში მაქსიმალურ ნიშნულამდე გაიზარდა. შესაბამისად, ზრდის ტენდენცია ზედიზედ მეოთხე სესიაა გრძელდება. ეს პროცესი ჰორმუზის სრუტის გახსნის იმედებს უკავშირდება, რამაც ინფლაციისა და მაღალი საპროცენტო განაკვეთების შესახებ შეშფოთება შეამცირა.

სპოტ ოქროს ფასი 0.6%-ით გაიზარდა და უნციაზე 4 271.33 აშშ დოლარი შეადგინა. ოთხშაბათს ძვირფასმა ლითონმა თებერვლის შემდეგ ყველაზე დიდი დღიური მატება დააფიქსირა და უნციაზე 4 267.24 დოლარს მიაღწია.

აშშ-ის ოქროს ფიუჩერსების ფასი კი 0.6%-ით გაიზარდა და 4 330.20 დოლარი შეადგინა.

"ოქრო ბოლოდროინდელი მატების შენარჩუნებას ჰორმუზის სრუტის გარშემო არსებული ოპტიმიზმის ფონზე ცდილობს. ნავთობის ნაკადების აღდგენის შესახებ დიპლომატიური შეთანხმების იმედები ინფლაციურ შიშებს ამცირებს და ფედერალური რეზერვის მიერ მონეტარული პოლიტიკის მკვეთრი გამკაცრების მოლოდინს ასუსტებს", - განაცხადა Reuters-თან Tradu.com-ის ანალიტიკოსმა ნიკოს ძაბურასმა.

არსებული ინფორმაციით, ირანსა და ომანს შორის შემოთავაზებული შეთანხმება, რომელიც მიზნად ირანსა და აშშ-ს შორის ხუთთვიანი ომის დასრულებას ისახავს, თეირანს ჰორმუზის სრუტის გავლით ყურეში შესულ გემებზე კონტროლის უფლებას მისცემს.

ამ ფონზე, ბაზრის მოლოდინი სექტემბერში აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების ზრდის შესახებ ორი დღის წინ დაფიქსირებული 67%-დან 55%-მდე შემცირდა.

მიუხედავად იმისა, რომ ოქრო ტრადიციულად ინფლაციისგან დამცავ აქტივად მიიჩნევა, ის კარგავს მიმზიდველობას მაღალი საპროცენტო განაკვეთების პირობებში, რადგან მასზე პროცენტი არ ირიცხება.

სხვა ლითონებს შორის, სპოტ ვერცხლის ფასი 0.4%-ით შემცირდა და უნციაზე 61.84 დოლარი შეადგინა.

პლატინის ფასი 1.2%-ით გაიზარდა და 1 755.55 დოლარი შეადგინა, ხოლო პალადიუმის ღირებულება 1%-ით გაიზარდა და 1 376.71 დოლარს მიაღწია. ორივე ლითონი ზრდის ტენდენციას ზედიზედ მესამე სესიაა ინარჩუნებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"ევროკრედიტი" ტურისტულ ბიზნესებს განვითარებისთვის მოქნილ დაფინანსებას სთავაზობს

"ევროკრედიტი" ტურისტულ ბიზნესებს განვითარებისთვის მოქნილ დაფინანსებას სთავაზობს

BM.GE

„თბილისის თიზ-ში სანქცირებული კრიპტოკომპანიები არ ოპერირებენ“ - თავისუფალი ინდუსტრიული ზონა განცხადებას ავრცელებს

„თბილისის თიზ-ში სანქცირებული კრიპტოკომპანიები არ ოპერირებენ“ - თავისუფალი ინდუსტრიული ზონა განცხადებას ავრცელებს

BM.GE

იტალიის ყველა დიდ ქალაქში უკიდურესი სიცხის გამო საფრთხის უმაღლესი, წითელი დონე გამოცხადდა

იტალიის ყველა დიდ ქალაქში უკიდურესი სიცხის გამო საფრთხის უმაღლესი, წითელი დონე გამოცხადდა

BM.GE

შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და მიიღე გაორმაგებული ინტერნეტი

შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და მიიღე გაორმაგებული ინტერნეტი

BM.GE