მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ოქტომბერში საქართველოში პროდუქციის წარმოება წლიურად გაძვირდა - რამ იქონია გავლენა
ოქტომბერში საქართველოში პროდუქციის წარმოება წლიურად გაძვირდა - რამ იქონია გავლენა

ოქტომბერში საქართველოში პროდუქციის წარმოება წლიურად გაძვირდა - რამ იქონია გავლენა

BM.GE20 ნოემბერი, 2026, 15:11|bm.ge

ოქტომბერში საქართველოში პროდუქციის წარმოება წლიურად გაძვირდა, წინა თვესთან შედარებით კი მცირედით გაიაფდა.

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსის ოქტომბრის მონაცემებით, ინდექსი წინა თვესთან შედარებით, 0.04%-ით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, ანუ წლის ჭრილში 3.5%-ით გაიზარდა.

12-თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამშემდეგ პროდუქტებზე:

• სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: ფასები გაზრდილია 1.9%-ით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 0.14 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფშიაღსანიშნავია ფასების მატება ნედლ ნავთობზე და ბუნებრივ აირზე (82.7%); • დამმუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 3.7%-ით, რამაცმთლიანი ინდექსის ზრდაზე 2.91 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდაკვების პროდუქტებზე (3.7%), კოქსზე და რაფინირებულ ნავთობპროდუქტებზე (51.5%); • ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი: ფასები გაიზარდა 2.4%-ით, რამაც მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე 0.25 პროცენტული პუნქტით იქონიაგავლენა; • წყალმომარაგება, კანალიზაცია, მომსახურება ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით:ფასები გაიზარდა 5.9%-ით, რამაც მთლიან ინდექსზე 0.18 პროცენტული პუნქტით იქონიაგავლენა.

რაც შეეხება წინა თვესთან შედარებით პროდუქციის მწარმომებელთა ფასების ინდექსის შემცირებას, 2026 წლის სექტემბერთან შედარებით, ფასები 2.3%-ით შემცირდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე, რამაც -0.17 პროცენტული პუნქტით იქონია ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე. ამავე პერიოდში ფასები გაიზარდა დამმუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე (0.2%), რამაც 0.13 პროცენტული პუნქტი შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში. გარდა ამისა, ფასების 0.1%-იანი კლება დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე, რომლის წვლილმაც თვის ჯამური ინდექსის ცვლილებაში -0.01 პროცენტული პუნქტი შეადგინა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"ჰელსიკორი" "ალექსანდრე ალადაშვილის კლინიკის" შეძენას გეგმავს

"ჰელსიკორი" "ალექსანდრე ალადაშვილის კლინიკის" შეძენას გეგმავს

BM.GE

PSP-ში 80%-მდე ფასდაკლებების ცვენა დაიწყო — დააცარიელეთ სურვილების სია

PSP-ში 80%-მდე ფასდაკლებების ცვენა დაიწყო — დააცარიელეთ სურვილების სია

BM.GE

გლობალურ ბირჟებზე ბოლო სავაჭრო სესიის შედეგები

გლობალურ ბირჟებზე ბოლო სავაჭრო სესიის შედეგები

BM.GE

ენერგოომბუდსმენი ფონიჭალაში მომხდარ აფეთქების საკითხს სწავლობს

ენერგოომბუდსმენი ფონიჭალაში მომხდარ აფეთქების საკითხს სწავლობს

BM.GE