მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ორბანის მხარდამჭერი უნგრელი მედიამაგნატი, საკუთარ კომპანიებს სახელმწიფოს გადასცემს
ორბანის მხარდამჭერი უნგრელი მედიამაგნატი, საკუთარ კომპანიებს სახელმწიფოს გადასცემს

ორბანის მხარდამჭერი უნგრელი მედიამაგნატი, საკუთარ კომპანიებს სახელმწიფოს გადასცემს

BM.GE5 მაისი, 2026, 23:32|bm.ge

უნგრეთის ერთ-ერთმა გავლენიანმა მედიაფიგურამ, დიულა ბალაშიმ საკუთარი ბიზნესიმპერიის სახელმწიფოსთვის გადაცემის მზადყოფნა გამოთქვა.

როგორც ირკვევა, აღნიშნული გადაწყვეტილება ვიქტორ ორბანის ხელისუფლების დამარცხებასა და პრემიერ-მინისტრად პეტერ მადიარის არჩევას უკავშირდება. ბალაშიმ, რომლის მედია კომპანიებიც წლების განმავლობაში სამთავრობო კამპანიებს ხელმძღვანელობდნენ, ეს შეთავაზება გამოცემა Kontroll-თან ინტერვიუში გაახმოვანა.

არსებული ინფორმაციით, ბიზნესმენი მზად არის, 22-წლიანი მოღვაწეობის შედეგად შექმნილი ჯგუფი უნგრეთის სახელმწიფოს დაუთმოს.

ბალაშის განცხადება განსაკუთრებით საყურადღებოა იმ ფონზე, რომ უნგრეთის მომავალი პრემიერ-მინისტრი, პეტერ მადიარი კორუფციასთან ბრძოლასა და სახელმწიფო კონტრაქტების გადახედვას აქტიურად გეგმავს. მისი თქმით, ახალი მთავრობა პრიორიტეტად უკანონოდ მითვისებული სახელმწიფო აქტივების დაბრუნებას დაისახავს.

ბალაში ამტკიცებს, რომ მისი კომპანიების საქმიანობა გამჭვირვალეა და კანონდარღვევით არაფერი მიუღია. ამასთან, ბიზნესმენმა დაადასტურა, რომ მისი რამდენიმე კომპანიის საბანკო ანგარიშები გასულ ორშაბათს დაიბლოკა.

ცნობისთვის, ბალაშის მედია კომპანიები ორბანის გუნდისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან წინასაარჩევნო კამპანიებს, მათ შორის ანტიუკრაინულ და ანტიმიგრაციულ გზავნილებს ქმნიდნენ. სწორედ ბალაში იდგა უნგრეთში ფართოდ გავრცელებული იმ პოსტერების უკან, რომლებზეც ევროპელი ლიდერები, ვოლოდიმირ ზელენსკი და პეტერ მადიარი უარყოფით კონტექსტში იყვნენ წარმოჩენილი, ვიქტორ ორბანი კი - დადებითად.

რაც შეეხება თავად კომპანიებს, რომლებსაც ბალაში ფლობდა, მათი ფინანსური მაჩვენებლები შემდეგნაირია: კომპანია New Land Media-ს შემოსავალმა 2024 წელს 85 მილიარდი ფორინტი ($273 მლნ.) შეადგინა. იმავე პერიოდში Lounge Design-ის მოგება მნიშვნელოვნად გაიზარდა და 4.25 მილიარდ ფორინტს მიაღწია. საერთაშორისო გამჭვირვალობის მონაცემებით, ბალაშის კომპანიებმა 2019-2021 წლებში 295 მილიარდი ფორინტის ($948 მლნ.) ღირებულების სახელმწიფო კონტრაქტები მიიღეს.

შეგახსენებთ, რომ ვიქტორ ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის პოსტი 16 წლის თავზე, 12 აპრილის არჩევნებში დამარცხების შემდეგ დატოვა. რაც შეეხება პეტერ მადიარს, იგი ფიცს ოფიციალურ 9 მაისს დადებს.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

UniCredit-მა რეკორდული მოგება მიიღო

UniCredit-მა რეკორდული მოგება მიიღო

BM.GE

კორეული SK hynix-ის საბაზრო კაპიტალიზაცია რეკორდულად გაიზარდა

კორეული SK hynix-ის საბაზრო კაპიტალიზაცია რეკორდულად გაიზარდა

BM.GE

როგორი კვარტალური შედეგები აქვს Hugo Boss-ს?

როგორი კვარტალური შედეგები აქვს Hugo Boss-ს?

BM.GE

Palantir-ის შემოსავალი რეკორდულად გაიზარდა და მოლოდინს გადააჭარბა

Palantir-ის შემოსავალი რეკორდულად გაიზარდა და მოლოდინს გადააჭარბა

BM.GE