მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Paramount-ის შემოსავალმა $7.35 მილიარდს მიაღწია
Paramount-ის შემოსავალმა $7.35 მილიარდს მიაღწია

Paramount-ის შემოსავალმა $7.35 მილიარდს მიაღწია

BM.GE6 მაისი, 2026, 04:12|bm.ge

კინოინდუსტრიის ამერიკული გიგანტის, Paramount Skydance-ის პირველი კვარტალის ფინანსურმა მაჩვენებლებმა ანალიტიკოსების მოლოდინს გადააჭარბა.

კომპანიის შემოსავალმა ბოლო 3 თვეში $7.35 მილიარდი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ეს მონაცემი პროგნოზირებულ $7.28 მილიარდს აღემატება. თითო აქციაზე კორექტირებულმა მოგებამ $0.23 ცენტი შეადგინა, მაშინ როცა უოლ-სტრიტის ანალიტიკოსები $0.15 ცენტს მოელოდნენ. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდში შემოსავალი 2%-ით ნაკლები იყო, ამჯერად კი ზრდა სტრიმინგის სექტორმა განაპირობა.

ცნობისთვის, აღნიშნული მიმართულებით შემოსავალი 11%-ით გაიზარდა და $2.4 მილიარდს მიაღწია. როგორც ირკვევა, Paramount+-ის გამომწერი კიდევ 700,000 ადამიანი გახდა. აღსანიშნავია, რომ ამჟამად პლატფორმას სულ 80 მილიონამდე მომხმარებელი ჰყავს. გაუმჯობესება ფიქსირდება კინოსტუდიის მიმართულებითაც, სადაც შემოსავალი 11%-ით გაიზარდა და $1.28 მილიარდი შეადგინა. ფილმების სექტორში წარმატება ფილმმა "კივილი 7" განაპირობა.

Paramount-ის ხელმძღვანელობამ წლის სრული ფინანსური პროგნოზი ამჯერად უცვლელად დატოვა. როგორც ირკვევა, კომპანია ფისკალურ 2026 წელს $30 მილიარდის ოდენობის შემოსავალს ელოდება. საოპერაციო მოგებამ კი $3.8 მილიარდს უნდა მიაღწიოს.

შეგახსენებთ, რომ Paramount Skydance-ი მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანის, ლარი ელისონის შვილს, დევიდ ელისონს ეკუთვნის. აღსანიშნავია, რომ ამჟამად კომპანია კინოინდუსტრიის გიგანტის, Warner Brothers Discovery-ს შესყიდვის პროცესშია. გარიგება საბოლოოდ 2026 წლის მესამე კვარტალში ჩაიხურება და PS-ს $108 მილიარდზე მეტი დაუჯდება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

BM.GE

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

ფინანსური ხელმისაწვდომობა "ყველგან და ყველასთვის" - ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი Industry Talks-ის გენერალური პარტნიორია

ფინანსური ხელმისაწვდომობა "ყველგან და ყველასთვის" - ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი Industry Talks-ის გენერალური პარტნიორია

BM.GE