მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. პარიზში ქართული ღვინის პრეზენტაცია გაიმართა - როგორია ექსპორტი ამ ქვეყანაში?
პარიზში ქართული ღვინის პრეზენტაცია გაიმართა - როგორია ექსპორტი ამ ქვეყანაში?

პარიზში ქართული ღვინის პრეზენტაცია გაიმართა - როგორია ექსპორტი ამ ქვეყანაში?

BM.GE14 მაისი, 2026, 11:21|bm.ge

პარიზში, მიშელინის ვარსკვლავის მფლობელ რესტორანში „Episode“ ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია გაიმართა. ინფორმაციას ღვინის სააგენტო ავრცელებს.

"მოწვეულ სტუმრებს, ღვინის პროფესიონალებს, HoReCa და ღვინით ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ქართული ღვინის მრავალფეროვნებას, ღვინის წარმოების ტრადიციულ მეთოდებსა და ქართული მეღვინეობის კულტურას გაცნობოდნენ", - ვკითხულობთ პრესრელიზში.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, აღნიშნული ღონისძიება მიმდინარე კვირაში საფრანგეთში ქართული ღვინის მეორე წარდგენაა, პრეზენტაცია-დეგუსტაცია ასევე სასტუმროში „Ritz Paris“ გაიმართა.

"ქართული ღვინის ცნობადობის ზრდა და საერთაშორისო ბაზრებზე მისი პოპულარიზაცია ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს. სააგენტო 2013 წლიდან აქტიურად ახორციელებს მარკეტინგულ და სარეკლამო კამპანიებს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის მეღვინეობით გამორჩეულ საფრანგეთში, სადაც ქართული ღვინისა და განსაკუთრებით ქვევრის ღვინის მიმართ მოთხოვნა ეტაპობრივად იზრდება", - წერს უწყება.

საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის I კვარტალში საფრანგეთში 43.2 ათასი აშშ დოლარის ღირებულების 7 964 ლიტრი ღვინო გავიდა, მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 163.8 ათასი აშშ დოლარი და 22 751 ლიტრი იყო. მონაცემები ცხადყოფს, რომ საფრანგეთში ღვინის ექსპორტი თითქმის 4-ჯერ არის შემცირებული.

2025 წელს კი საფრანგეთში ჯამურად 830.7 ათასი აშშ დოლარის ღირებულების 132 991 ლიტრი ღვინო გავიტანეთ. შესაბამისად, გასულ წელს ეს ქვეყანა საქართველოსთვის რიგით მე-19 ბაზარი იყო, ღვინის ექსპორტისთვის.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რკინიგზამ ახალციხის სადგურის რეაბილიტაციისთვის ₾2.8-მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა

რკინიგზამ ახალციხის სადგურის რეაბილიტაციისთვის ₾2.8-მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა

BM.GE

რას წარმოადგენს საბერძნეთის "საოჯახო კალათის" მოდელი, რომელსაც ქართული ქსელები იყენებენ?

რას წარმოადგენს საბერძნეთის "საოჯახო კალათის" მოდელი, რომელსაც ქართული ქსელები იყენებენ?

BM.GE

ექიმები სახელმწიფოს დიუშენის სინდრომის მართვის გაუმჯობესებისკენ მოუწოდებენ|განცხადება

ექიმები სახელმწიფოს დიუშენის სინდრომის მართვის გაუმჯობესებისკენ მოუწოდებენ|განცხადება

BM.GE

საქართველოს საგარეო ვალი $9.2 მილიარდია - ვისი ვალი აქვს ქვეყანას?

საქართველოს საგარეო ვალი $9.2 მილიარდია - ვისი ვალი აქვს ქვეყანას?

BM.GE