მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. პარლამენტმა დიპლომატიის აკადემიის შექმნაზე კანონპროექტი მიიღო
პარლამენტმა დიპლომატიის აკადემიის შექმნაზე კანონპროექტი მიიღო

პარლამენტმა დიპლომატიის აკადემიის შექმნაზე კანონპროექტი მიიღო

BM.GE28 მაისი, 2026, 22:11|bm.ge

პარლამენტმა, 75 ხმით, დიპლომატიის აკადემიის შექმნაზე კანონპროექტი მიიღო. შესაბამისი ცვლილება „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ კანონში შევიდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროში საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დიპლომატიის აკადემიის შექმნის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებები დაჩქარებული წესით განიხილეს.

აკადემიის მიერ სტუდენტების მიღება 2027 წლიდან არის დაგეგმილი. დიპლომატიის აკადემიაში დასაქმდება - 46 პირი (მათ შორის, 30 - საშტატო, 16 - შტატგარეშე. როგორც აკადემიური ისე ადმინისტრაციული პერსონალი). წინასწარი გათვლებით, შესაბამისი სახელფასო ფონდი ყოველწლიურად შეადგენს დარიცხულ 1 093 350 ლარს.

ჯამურად, სახელფასო ფონდის, ასევე აკადემიისთვის საჭირო ინფრასტრუქტურისთვის, დიპლომატიის აკადემიის 2026 წლის სავარაუდო ბიუჯეტი წინასწარი გათვლებით იქნება - 2 993 675 ლარი (მათ შორის, ავტორიზაციისთვის 48 000 ლარი და აკრედიტაციისთვის 40 000 ლარი), ხოლო - 2027, 2028 და 2029 წლებში განისაზღვრება ყოველწლიურად - 2 851 350 ლარით.

კიდევ ერთი ცვლილებით, რასაც პროექტი ითვალისწინებს, ხარვეზის გასწორებაა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა განისაზღვრება, როგორც უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობა. შესაბამისად, საგარეო საქმეთა მინისტრს მიენიჭება საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი, რისთვისაც ყოველთვიური დანამატის სახით 1 360 ლარს მიიღებს.

ბოჭორიშვილის თქმით, დიპლომატიის აკადემიის დაარსება არამხოლოდ საგანმანათლებლო პროექტი, არამედ ქვეყნის "ინტელექტუალური ფარია"

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

BM.GE

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

BM.GE

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

BM.GE

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

BM.GE