მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. პარლამენტმა „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო
პარლამენტმა „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო

BM.GE28 მაისი, 2026, 00:17|bm.ge

პარლამენტმა „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონში ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კანონპროექტის თანახმად, ახალი დაცული ტერიტორიული ერთეული – რიონის აღკვეთილი და მასთან დაკავშირებული სამართლებრივი ნორმები შემოდის."მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ზურაბ ეზუგბაიამ წარადგინა.პროექტი კოლხეთის ეროვნული პარკის ფართობისა და ზღვის აკვატორიის საზღვრების განახლებას, ასევე რიონის აღკვეთილისა და კოლხეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის გეოგრაფიულ კოორდინატებს ადგენს.​ცვლილებებით რეგულირდება აღნიშნულ ტერიტორიებზე დაშვებული საქმიანობის სახეები, მათ შორის სამეცნიერო კვლევა, მონიტორინგი, აღდგენითი ღონისძიებები და შეზღუდული სატრანსპორტო გადაადგილება, ასევე განისაზღვრება თევზჭერისა და წყალმცურავი საშუალებების გამოყენების სპეციალური წესები.მომხსენებლის განმარტებით, აღკვეთილის ტერიტორია ფარავს 554 ჰექტარს და მოიცავს მდინარე რიონის იმ მონაკვეთს, სადაც ხდება ზუთხისებრთა ქვირითობა", - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE