მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. პარლამენტმა „ნარჩენების მართვის კოდექსში“ ცვლილებები მიიღო – ბიზნესისთვის ჯარიმები მკაცრდება
პარლამენტმა „ნარჩენების მართვის კოდექსში“ ცვლილებები მიიღო – ბიზნესისთვის ჯარიმები მკაცრდება

პარლამენტმა „ნარჩენების მართვის კოდექსში“ ცვლილებები მიიღო – ბიზნესისთვის ჯარიმები მკაცრდება

BM.GE29 აპრილი, 2026, 22:50|bm.ge

საქართველოს პარლამენტმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი დაამტკიცა. „ნარჩენების მართვის კოდექსში“ შესული ცვლილებები მიზნად ისახავს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის გაძლიერებას და ბიზნესსექტორისთვის (მწარმოებლებისთვის) ახალი, მკაცრი ფინანსური სანქციების დაწესებას.

ცვლილებები ძირითადად ეხება მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (მგვ) მოთხოვნების არაჯეროვან შესრულებას.

კანონი მნიშვნელოვნად აზუსტებს და ამკაცრებს სანქციებს მგვ-ის ფარგლებში მომუშავე სუბიექტებისთვის:

• რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა: 10 ტონამდე არასახიფათო ნარჩენის განთავსება შესაბამისი რეგისტრაციის გარეშე გამოიწვევს დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით. მგვ-ის რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისთვის კი ჯარიმა 5 000 ლარით განისაზღვრა. • ანგარიშგების დარღვევა: ანგარიშგებასთან დაკავშირებული მოთხოვნების შეუსრულებლობა, არასწორი ან არასრული ინფორმაციის წარდგენა 2 000 ლარით დაჯარიმდება. • სამოქმედო გეგმის უქონლობა: მგვ-ის ორგანიზაციებისთვის კანონმდებლობით დადგენილ ვადაში შეთანხმებული სამოქმედო გეგმის არქონა 10 000-ლარიან სანქციას ითვალისწინებს. • დისტრიბუტორების პასუხისმგებლობა: ტექნიკური რეგლამენტების მოთხოვნების დარღვევა დისტრიბუტორებისთვის 2 000-ლარიან ჯარიმას გამოიწვევს.

მიღებული ცვლილებების მთავარი მიზანი მწარმოებლებისა და დისტრიბუტორების მხრიდან ვალდებულებების კეთილსინდისიერი შესრულების უზრუნველყოფაა. გარდა ამისა, კანონი არეგულირებს ნარჩენების დროებითი შენახვის ვადებს ისეთი კატეგორიებისთვის, როგორიცაა კატალიზატორები, აზბესტი, ნაცარი და წიდა.

განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ავტომობილებიდან კატალიზატორების ამოღებისა და ექსპორტის პრევენციას. ვინაიდან კატალიზატორების ექსპორტის აკრძალვა 2026 წლის 1 მაისამდეა ძალაში, ახალი კანონი ხსნის მანამდე არსებულ ბარიერებს მათი დროებითი შენახვის ვადებთან დაკავშირებით.

კანონი ითვალისწინებს „წამახალისებელ“ მექანიზმსაც: თუ პირი დაკისრებულ ჯარიმას საჯარიმო ქვითრის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში გადაიხდის, მას ჯარიმის ოდენობა 20%-ით შეუმცირდება. ეს დათქმა შესაბამისობაშია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში არსებულ ანალოგიურ წესთან.

ახალი რეგულაციების ადმინისტრირებას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი განახორციელებს. კანონი ძალაში გამოქვეყნებისთანავე შედის.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბიზნესის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 63 სტატია.

  • სათამაშო ბიზნესის ფული "ქართული ოცნების" ყულაბაში - რას ამბობენ ექსპერტებიტვ პირველი
  • ლევან ჟორჟოლიანი: კომპრომისები ხარისხის ხარჯზე გამორიცხულია, ასევე არ ვაპირებთ, გადავიხადოთ ან ძალიან ბევრი, ან ძალიან ცოტა, ჩვენი მიზანია, გადავიხადოთ სამართლიანი, ადეკვატური ღირებულება, ბიზნესმა თავისი მიიღოს, სახელმწიფომ და მოქალაქეებმა მივიღოთ ხარისხიანი ინფრასტრუქტურა, რომელსაც არ უნდა სჭირდებოდეს რეაბილიტაცია 2-3 წლის შემდეგ, მან უნდა გაუძლოს ათწლეულებსიმედი
  • POLITICO: რატომ არ მუშაობს ბრიუსელის რეფორმები - ევროპული ბიზნესი იმედგაცრუებულიარუსთავი 2
  • ევროკავშირის დახმარება: ათი გზა საქართველოში ბიზნესის გასავითარებლადნეტგაზეთი
ბიზნესის →

მსგავსი სტატიები

ინოვაცია განათლების ბაზარზე: როგორ ცვლის „ორიენტირი“ ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების სტანდარტს

ინოვაცია განათლების ბაზარზე: როგორ ცვლის „ორიენტირი“ ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების სტანდარტს

BM.GE

FAO ხელოვნური ინტელექტის დახმარებით საქართველოში ადგილობრივი მსხვილფეხა პირუტყვის ჯიშებს შეისწავლის

FAO ხელოვნური ინტელექტის დახმარებით საქართველოში ადგილობრივი მსხვილფეხა პირუტყვის ჯიშებს შეისწავლის

BM.GE

სომხეთში წარუკიანის NOY-ის კონიაკის ქარხანა სახელმწიფოს მართვაში გადავიდა

სომხეთში წარუკიანის NOY-ის კონიაკის ქარხანა სახელმწიფოს მართვაში გადავიდა

BM.GE

"კითხვა გვაქვს, რა მეთოდოლოგიით დადგინდა ტექნიკის ფასების საბაზრო ღირებულება" - რა შენიშვნები აქვთ მშენებლებს?

"კითხვა გვაქვს, რა მეთოდოლოგიით დადგინდა ტექნიკის ფასების საბაზრო ღირებულება" - რა შენიშვნები აქვთ მშენებლებს?

BM.GE