მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. პაველ ჰერჩინსკის საქართველოში EU-ს ელჩის მანდატი გაუხანგრძლივდა
პაველ ჰერჩინსკის საქართველოში EU-ს ელჩის მანდატი გაუხანგრძლივდა

პაველ ჰერჩინსკის საქართველოში EU-ს ელჩის მანდატი გაუხანგრძლივდა

BM.GE23 მაისი, 2026, 17:01|bm.ge

პაველ ჰერჩინსკის საქართველოში ევროკავშირის ელჩის მანდატი გაუხანგრძლივდა. ამის შესახებ ინფორმაცია BMG-ს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ დაუდასტურა.

საქმე ისაა, რომ პოლონელი დიპლომატი საქართველოში ევროკავშირის ელჩად სტანდარტული 4-წლიანი ვადით 2022 წლის სექტემბერში დაინიშნა და შესაბამისად, მისი მანდატი 2026 წლის შემოდგომაზე იწურება.

დღეს, „ფორმულამ” წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროკავშირმა პაველ ჰერჩინსკის მანდატი გაუხანგრძლივა, რასაც ევროკავშირის წარმომადგენლობა ადასტურებს.

აღსანიშნავია, რომ მანდატის გახანგრძლივება ავტომატურად კიდევ 4 წლით არ ხდება. ვინაიდან ოფიციალური სამართლებრივი გადაწყვეტილება საჯაროდ გამოქვეყნებული არ არის, ამ ეტაპზე უცნობია, რა ვადით დარჩება პაველ ჰერჩინსკი ელჩად საქართველოში.

შეგახსენებთ, პაველ ჰერჩინსკიმდე საქართველოში ევროკავშირის ელჩი იყო შვედი დიპლომატი კარლ ჰარცელი. ის ამ პოზიციას 4 წლის განმავლობაში, 2018 წლიდან 2022 წლის აგვისტომდე იკავებდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მერიამ „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციები დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მერიამ „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციები დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

BM.GE

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

ფინანსური ხელმისაწვდომობა "ყველგან და ყველასთვის" - ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი Industry Talks-ის გენერალური პარტნიორია

ფინანსური ხელმისაწვდომობა "ყველგან და ყველასთვის" - ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი Industry Talks-ის გენერალური პარტნიორია

BM.GE