მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Peacock-ისთვის "ფორსაჟზე" დაფუძნებული სატელევიზიო სერიალი მზადდება
Peacock-ისთვის "ფორსაჟზე" დაფუძნებული სატელევიზიო სერიალი მზადდება

Peacock-ისთვის "ფორსაჟზე" დაფუძნებული სატელევიზიო სერიალი მზადდება

BM.GE18 მაისი, 2026, 04:26|bm.ge

ბლოკბასტერულ კინოფრენჩაიზ "ფორსაჟზე" (Fast & Furious) დაფუძნებული სატელევიზიო სერიალი სტრიმინგ სერვის Peacock-ისთვის მზადდება, - ამის შესახებ NBCUniversal-მა განაცხადა.

ვინ დიზელმა, რომელიც ფილმებში დომინიკ ტორეტოს როლს ასრულებს, განაცხადა, რომ სერიალი ტელეეკრანებზე გამოვა.

დიზელმა აღნიშნა, რომ ოთხი სატელევიზიო შოუ მზადდება. თუმცა, მოგვიანებით გავრცელებულ NBCUniversal-ის პრესრელიზში კი მხოლოდ "ფორსაჟის" ერთი შოუს შემუშავებაზე იყო საუბარი. პროექტის ვადებზე ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.

მსახიობმა თქვა, რომ თავდაპირველად "ფორსაჟის" გაგრძელებებში მონაწილეობაზე ყოყმანობდა, რადგან შიშობდა, რომ ქუჩის მრბოლელთა ჯგუფის შესახებ ისტორიის გაგრძელება ორიგინალ ფილმს კლასიკად ქცევის შანსს დაუკარგავდა. თუმცა ამ ოთხშაბათს კანის კინოფესტივალი ფრენჩაიზის 25 წლის იუბილეს შუაღამის ჩვენებით აღნიშნავს და მას როგორც კლასიკას, ისე მიაგებს პატივს.

კანის ჩვენებას დიზელი ფილმის რამდენიმე თანავარსკვლავთან ერთად დაესწრება.

2001 წელს პირველი "ფორსაჟის" გამოსვლის შემდეგ, სერიის 10-მა ფილმმა გლობალურ კინოგაქირავებაში 7 მილიარდ დოლარზე მეტი გამოიმუშავა.

ფრენჩაიზის აღნიშვნა ეკრანის ფარგლებსაც სცდება. ამ ზაფხულს Universal Studios Hollywood-ში "ფორსაჟის" ახალი ატრაქციონი გაიხსნება, კიდევ ერთი ატრაქციონი კი Universal-ის ორლანდოს თემატურ პარკებშია დაგეგმილი.

"ბოლო ათწლეულის განმავლობაში მივხვდით, რომ ფანებს მეტი სურთ", - თქვა დიზელმა და აღნიშნა, რომ ერთგულ მაყურებელს ფრენჩაიზის ძველი პერსონაჟებისა და სიუჟეტური ხაზების გაგრძელების ხილვა სურს.

"ფორსაჟის" ფინალური, მე-11 ფილმის პრემიერა 2028 წლის 17 მარტს არის დაგეგმილი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

BM.GE

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

BM.GE

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

BM.GE