მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Pegasus-მა ქუთაისის აეროპორტიდან ფრენები ივნისშიც გააუქმა
Pegasus-მა ქუთაისის აეროპორტიდან ფრენები ივნისშიც გააუქმა

Pegasus-მა ქუთაისის აეროპორტიდან ფრენები ივნისშიც გააუქმა

BM.GE8 მაისი, 2026, 19:56|bm.ge

ავიაკომპანია Pegasus-მა ქუთაისის აეროპორტიდან ფრენები ივნისის თვეშიც გააუქმა. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია GASA ავრცელებს, რომელიც თურქული ბიუჯეტური ავიაკომპანიის სავაჭრო აგენტია საქართველოში.

მანამდე GASA-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ Pegasus-მა საავიაციო საწვავის გამო, მაისის თვეში დაგეგმილი ფრენები გააუქმა. ივნისშიც რეისების გაუქმების მიზეზი საწვავზე გაორმაგებული ფასია, რამაც მსოფლიო საავიაციო ინდუსტრია მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო.

"ივნისის თვეში Pegasus Airlines-ის ქუთაისის მიმართულებით დაგეგმილი რეისები საწვავის ფასების ზრდასთან დაკავშირებული საოპერაციო გადაწყვეტილების ფარგლებში აღარ შესრულდება.ავიაკომპანია საქართველოს მიმართულებით ოპერირებას აგრძელებს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებიდან, ხოლო ქუთაისის მიმართულებით ფრენების განახლება ივლისის თვიდან იგეგმება", - აღნიშნულია GASA-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" კიდევ ერთხელ დაჯარიმდა

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" კიდევ ერთხელ დაჯარიმდა

BM.GE

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

BM.GE

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

BM.GE

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

BM.GE