მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "პეისერა ბანკმა" Visa Signature ბარათი გამოუშვა - ვისთვის არის განკუთვნილი?
"პეისერა ბანკმა" Visa Signature ბარათი გამოუშვა - ვისთვის არის განკუთვნილი?

"პეისერა ბანკმა" Visa Signature ბარათი გამოუშვა - ვისთვის არის განკუთვნილი?

BM.GE30 მაისი, 2026, 15:15|bm.ge

ციფრულმა ბანკმა "პეისერა საქართველომ" პრემიუმ კლასის ბარათების გამოშვება დაიწყო - ახალი Visa Signature ბარათის ფუნქციონალზე, სატარიფო პოლიტიკასა და მის ძირითად მიმართულებებზე ბანკის გენერალურმა დირექტორმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა Bmgdrive-ის ეთერში ისაუბრა.

როგორც ქუმსიშვილი განმარტავს, ახალი ბარათი ბანკის ევროპულ ანგარიშებთანაა დაკავშირებული, რაც მომხმარებელს დამატებით შესაძლებლობებს უქმნის. მისივე თქმით, პროდუქტი ხელსაყრელია ყოველდღიური გამოყენებისთვის.

"ეს არის Visa Signature, რომელსაც გააჩნია ყველა ის შესაბამისი ბენეფიტი და ატრიბუტი, რაც პრემიუმ კლასის ბარათს უნდა ჰქონდეს. სხვა პრემიუმ ბარათებთან შედარებით, ბაზარზე საკმაოდ კონკურენტული ფასით შემოვედით, ანუ ფასისა და ხარისხის თანაფარდობა ამ შემთხვევაში ძალიან კარგია. გარდა ამისა, ეს ბარათი დაკავშირებულია ჩვენს ევროპულ, SEPA ანგარიშებთან. ჯამურად, დაწყვილებული ბარათი და SEPA ანგარიში ჩვენს მომხმარებელს ბევრ უპირატესობას სთავაზობს. პრემიუმ ბარათის ქონა კარგია ნებისმიერი ადამიანისთვის, ყოველდღიურ ცხოვრებაში, მაგრამ განსაკუთრებით მათთვის, ვინც მოგზაურობს და ეს მოქნილობა მნიშვნელოვანია.

ძალიან კარგი სლოგანი შევიმუშავეთ. ჩვენ პარტნიორ კომპანია "მავერიკთან" ერთად ვიმუშავეთ და ერთობლივად შევქმენით სლოგანი - "ის ერთი ბარათი". დღეს საფულეში ბევრი ბარათი გვაქვს, ეს კი არის ის ერთი ბარათი, რომელიც ყველგან გამოგადგებათ. სწორედ ამ სლოგანით იწყება ჩვენი მარკეტინგული კამპანია", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

დიმიტრი ქუმსიშვილმა ყურადღება იმ სტუდენტებზე გაამახვილა, რომლებიც ევროპაში სწავლობენ და განმარტა, თუ როგორ უმარტივებს მათ ახალი სისტემა ფინანსურ ოპერაციებს.

"ეს ბარათი ძალიან ხელსაყრელია იმ სტუდენტებისთვისაც, რომლებიც ევროპაში სწავლობენ. გარდა იმისა, რომ მათ მშობლებს აღარ დასჭირდებათ საერთაშორისო გადარიცხვების განხორციელება და თანხას შიდა გადარიცხვით გადააგზავნიან, თავად სტუდენტებსაც ექნებათ შესაძლებლობა, ჩვენთან ანგარიშის გახსნის შემთხვევაში, ისარგებლონ ევროპული ანგარიშით, SEPA და SEPA Instant-ით. ეს მათ მისცემს საშუალებას, ერთ სივრცეში მიიღონ როგორც ქართული ლარის, ისე ევროპული ანგარიშსწორების სისტემების უპირატესობები", - განაცხადა ბანკის ხელმძღვანელმა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სეგმენტი, რომელზეც ბარათია გათვლილი, ემიგრანტები არიან. ქუმსიშვილის თქმით, მათ ხშირად უჭირთ ევროპაში საბანკო ანგარიშების გახსნა, ეს პროდუქტი კი ორმხრივი ანგარიშის მართვის საშუალებას იძლევა.

"ემიგრანტები ძალიან საინტერესო ნიშაა და მათთვის ეს პროდუქტი მნიშვნელოვანია. ჩვენი თანამოქალაქეების ნაწილს ევროპაში უჭირს ევროპული საბანკო ანგარიშის გახსნა, თუმცა ეს მათთვის აუცილებელია. ჩვენ მათ ვაძლევთ შესაძლებლობას, გახსნან როგორც ევროპული, ისე ქართული ანგარიში. ამით ქრება საზღვრები ევროპასა და საქართველოს შორის გადარიცხვების კუთხით, რადგან თანხა ორივე სივრცეში ხელმისაწვდომია. ემიგრანტებს შეუძლიათ აიღონ დამატებითი ბარათი, გადასცენ ოჯახის წევრებს, განუსაზღვრონ ლიმიტები და მათთვის მოსახერხებელი მექანიზმით მართონ ფინანსები. გარდა ამისა, ევროპაში ნაღდი ფულის საჭიროებისას, ბანკომატიდან თანხის განაღდებაზე ერთ-ერთი საუკეთესო (თუ საუკეთესო არა) ტარიფი გვაქვს", - აღნიშნა მან.

გარდა ამისა, ბანკის ხელმძღვანელმა ყურადღება გაამახვილა ფრილანსერებსა და Airbnb-ის მასპინძლებზე, რომლებიც შემოსავალს უცხოური პლატფორმებიდან იღებენ. მისი თქმით, საერთაშორისო გადარიცხვების სისტემები ხშირად საკმაოდ ხარჯიანია და გარკვეულ ლიმიტებს აწესებს, ახალი ანგარიში კი ამ პრობლემას აგვარებს.

"ვინაიდან მომხმარებელს ევროპულ ანგარიშს ვთავაზობთ, საერთაშორისო პლატფორმები მათ შიდა ევროპულ კონტრაქტორებად აღიქვამენ. შესაბამისად, თანხა პირდაპირ ევროპულ ანგარიშზე ირიცხება ყოველგვარი დამატებითი შეზღუდვის, ლიმიტებისა და საკომისიოს გარეშე.

ეს განსაკუთრებით აქტუალურია Airbnb-ის "ჰოსტებისთვის". თბილისში დღეს სადღაც 30 000 ბინა ქირავდება Airbnb-ის საშუალებით. ამ პლატფორმიდან თანხის მისაღებად მომხმარებლები ხშირად იყენებენ PayPal-ს, Western Union-ს ან ქართულ საბანკო ანგარიშებს, რაც დაკავშირებულია ლიმიტებთან და საპროცენტო ხარჯებთან. ჩვენს შემთხვევაში ეს დაბრკოლებები მთლიანად იხსნება - მომხმარებელი უთითებს ევროპულ ანგარიშს, "ბილინგის" მისამართად კი ჩვენს ვილნიუსის მისამართს იყენებს და თანხას უდიდესი კომფორტით იღებს", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მისივე განმარტებით, SEPA Instant-ის სისტემა ტრანზაქციების შეფერხების გარეშე განხორციელებას უზრუნველყოფს, რაც განსხვავდება საქართველოში ამჟამად არსებული პრაქტიკისგან.

"საქართველოში მსგავსი მყისიერი ტრანზაქციების სისტემა ჯერჯერობით არ გვაქვს. ეროვნული ბანკი ამ მიმართულებაზე მუშაობს და იმედი გვაქვს, რომ ის მალე ამოქმედდება. თუმცა, ის სისტემა, რაზეც ახლა ვსაუბრობთ - SEPA და SEPA Instant - მუშაობს 24/7 რეჟიმში, დასვენებისა და უქმე დღეების გარეშე. შესაბამისად, მომხმარებელს აღარ აქვს იმის შიში, რომ ოჯახის წევრებისთვის თანხის გადაგზავნისას პროცესი უქმე დღეების გამო შეფერხდება", - განმარტა მან.

სატარიფო პოლიტიკაზე საუბრისას, ბანკის გენერალურმა დირექტორმა განმარტა, რომ ბანკომატიდან თანხის განაღდება მომხმარებლისთვის მინიმალურ ხარჯებთან არის დაკავშირებული.

"ჩვენ ისე დავასტრუქტურირეთ საკომისიოების ნაწილი, რომ ნებისმიერი ბანკის ბანკომატიდან, ნებისმიერ ვალუტაში თანხის განაღდებისას, ბანკომატის მიერ დაწესებული ერთჯერადი ლიმიტის ფარგლებში, მომხმარებელი მხოლოდ 1 ლარს იხდის - სურვილისამებრ, ლარის ან სხვა უცხოური ვალუტის გამოტანის შემთხვევაში", - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ "პეისერა საქართველო" პირველია, რომელზეც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2022 წელს ციფრული საქმიანობის ლიცენზია გასცა.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ესპანეთმა ლიცენზიის არქონის გამო საპროგნოზო ფსონების პლატფორმები დაბლოკა

ესპანეთმა ლიცენზიის არქონის გამო საპროგნოზო ფსონების პლატფორმები დაბლოკა

BM.GE

სუს-მა ჯაშუშობისთვის საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავა

სუს-მა ჯაშუშობისთვის საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავა

BM.GE

საქართველოს რკინიგზა ბელარუსში სატვირთო ვაგონების შეძენას გეგმავს

საქართველოს რკინიგზა ბელარუსში სატვირთო ვაგონების შეძენას გეგმავს

BM.GE

ჯაშუშობისთვის დაკავებული პირი პრორუსული არასამთავრობო ორგანიზაციის დირექტორი გულბაათ რცხილაძეა

ჯაშუშობისთვის დაკავებული პირი პრორუსული არასამთავრობო ორგანიზაციის დირექტორი გულბაათ რცხილაძეა

BM.GE