მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. პენსიის სახით 160 მლნ ლარია განაწილებული - ვის შეუძლია ფონდიდან პენსიის გატანა
პენსიის სახით 160 მლნ ლარია განაწილებული - ვის შეუძლია ფონდიდან პენსიის გატანა

პენსიის სახით 160 მლნ ლარია განაწილებული - ვის შეუძლია ფონდიდან პენსიის გატანა

BM.GE12 ივნისი, 2026, 04:00|bm.ge

საპენსიო ფონდის მიერ პენსიის სახით ამ ეტაპზე 160 მლნ ლარია განაწილებული. როგორც „საქმის კურსთან“ საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ჭიჭინაძემ განმარტა, პენსია რამდენიმე კატეგორიის პირზე გაიცემა.

კერძოდ, ფონდიდან პენსიის მიღება შეუძლია შშმ პირს, პირს, რომელმაც საპენსიო ასაკს, მემკვიდრეებს და პირს, რომელიც ქვეყანას ტოვებს.

„დღეის მონაცემებით 99% ერთიანი გატანით არის გაცემული საპენსიო აქტივები და დაახლოებით 32 პირზე ფიქსირდება პროგრამული გატანით პენსიის მიღება. ძალიან დიდი მომართვიანობაა ყოველდღე. არიან კატეგორია პირების, რომლებსაც აქვთ დანაზოგი, არიან საპენსიო ასაკის, მაგრამ რჩებიან საპენსიო ფონდის სისტემაში“, - განმარტავს გიორგი ჭიჭინაძე.

აღსანიშნავია, რომ საპენსიო ფონდში აკუმულირებული თანხა 9.4 მილიარდ ლარს აღწევს, ხოლო სისტემაში ჩართული მოქალაქეების რაოდენობა 1 742 000-ს შეადგენს.

გიორგი ჭიჭინაძის თქმით, ფონდი აქტიურად მუშაობს ტექნიკური პლატფორმის შექმნაზე, რომელიც მოქალაქეებს საშუალებას მისცემს, უფრო მარტივად მართონ საკუთარი პორტფელები და საჭიროების შემთხვევაში, თანხები ერთი პორტფელიდან მეორეში გადაიტანონ.

„ნამდვილად მიდის ამაზე მსჯელობა. ჯერჯერობით ტექნიკური დამუშავების პროცესშია. ძალიან გვინდა გავამარტივოთ, ეს არ არის მარტო ჩვენს ნება-სურვილთან დამოკიდებული — გვინდა, რომ ტექნიკურად იყოს გამართული და ბევრი ფუნქციონალი იყოს ამასთან ჩაშენებული, რაზეც ძალიან აქტიურად ვმუშაობთ და ეს ძალიან კარგი იქნება თუ გამოგვივა ამ პლატფორმის შექმნა“, - ამბობს ჭიჭინაძე.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ლარი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 72 სტატია.

  • რა ეღირება ლარი ხვალტვ პირველი
  • პროკურატურამ 1 238 531 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინარუსთავი 2
  • პროკურატურამ 1 238 531 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინაიმედი
  • ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელს 5 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, დარბაზიდან გათავისუფლდაფორმულა
ლარი →

მსგავსი სტატიები

Wildberries-ის საწყობზე კიდევ ერთი თავდასხმა ვოლგოგრადში განხორციელდა

Wildberries-ის საწყობზე კიდევ ერთი თავდასხმა ვოლგოგრადში განხორციელდა

BM.GE

თბილისის მეტროს პირველი ხაზი დროებით გაჩერდა - სატრანსპორტო კომპანიის განმარტება

თბილისის მეტროს პირველი ხაზი დროებით გაჩერდა - სატრანსპორტო კომპანიის განმარტება

BM.GE

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

BM.GE

6 თვეში ჩინელმა ვიზიტორებმა საქართველოში ₾143.2 მლნ-ი დახარჯეს | რამდენია ვიზიტორის საშუალო ხარჯი?

6 თვეში ჩინელმა ვიზიტორებმა საქართველოში ₾143.2 მლნ-ი დახარჯეს | რამდენია ვიზიტორის საშუალო ხარჯი?

BM.GE