მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. პირველკლასელთა სასკოლო ფორმების გაყიდვა დღეს იწყება
პირველკლასელთა სასკოლო ფორმების გაყიდვა დღეს იწყება

პირველკლასელთა სასკოლო ფორმების გაყიდვა დღეს იწყება

BM.GE1 სექტემბერი, 2026, 14:00|bm.ge

პირველკლასელების მშობლებს სასკოლო ფორმის შეძენის შესაძლებლობა დღეიდან, როგორც რეალიზაციის პუნქტებში, ასევე ონლაინ ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით – formebi.emis.ge – ექნებათ.

"ელექტრონული პლატფორმა მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს საშუალებას მისცემს, შეიძინოს სასკოლო ფორმა ონლაინ და მიიღოს შეკვეთა სახლიდან გაუსვლელად, მითითებულ მისამართზე. გზავნილის კონკრეტულ მისამართზე მიტანას და მომხმარებლისთვის ჩაბარებას საქართველოს ფოსტა უზრუნველყოფს.

სასკოლო ფორმების პლატფორმის მეშვეობით მომხმარებლები მიიღებენ ინფორმაციას სასკოლო ფორმების მოდელების ღირებულებისა და ზომების შესახებ, ასევე, ნახავენ საბანკო შეთავაზებებსა და რეალიზაციის პუნქტების ზუსტ მისამართებს", - აცხადებენ განათლების სამინისტროში.

სასკოლო ფორმების ონლაინ პლატფორმის გამართულად ფუნქციონირებასა და მართვას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (EMIS) უზრუნველყოფს.

განათლების მინისტრის განცხადებით, ბანკების ქეშბექ პოლიტიკით საზოგადოება სკოლის ფორმებს ბევრად იაფად შეიძენს.

"საცალო ვაჭრობისას კონკრეტულმა ბანკებმა წარადგინეს ქეშბექ პოლიტიკა, რომელიც სხვადასხვა ბანკს სხვადასხვა აქვს და, რა თქმა უნდა, მომხმარებელმა თვითონ უნდა აირჩიოს, თუ როგორ შეიძენს.

ამიტომ ამ შემთხვევაში გამოდის, რომ ამ ქეშბექ პოლიტიკით, რაზედაც ჩვენ ბანკებთან მოლაპარაკებები ვაწარმოვეთ, რომ მათ გარკვეული შეღავათები დაეწესებინათ, საზოგადოება კიდევ უფრო მეტ სარგებელს მიიღებს, რადგან ამ ფორმებს ბევრად უფრო იაფად შეიძენს, ვიდრე ეს განსაზღვრულია იმ ტარიფით, რომელიც მოგებაზე არ არის ორიენტირებული", - განაცხადა მიქანაძემ.

მისივე თქმით, ვინც პირველკლასელთა ფორმების შეძენას 14 სექტემბრამდე ვერ მოასწრებს ან დამატებითი ერთეულის შეძენის სურვილი ექნება, 15 სექტემბრიდან მათი ყიდვა მხოლოდ ონლაინ formebi.emis.ge-ზე იქნება შესაძლებელი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ეს არ უნდა იყოს ხელისუფლების მორიგი პიარული „რეფორმა“ - როგორ უნდა შეიცვალოს ქონების გადასახადი? | რომან გოცირიძის რეკომენდაციები

ეს არ უნდა იყოს ხელისუფლების მორიგი პიარული „რეფორმა“ - როგორ უნდა შეიცვალოს ქონების გადასახადი? | რომან გოცირიძის რეკომენდაციები

BM.GE

BYD-ის მოგება ბოლო კვარტალში 20.5%-ით შემცირდა - რა გახდა მიზეზი?

BYD-ის მოგება ბოლო კვარტალში 20.5%-ით შემცირდა - რა გახდა მიზეზი?

BM.GE

"ფასების ჭერი ჯერ მიღწეული არ არის“ - Wissol-ში საწვავზე ფასების შემდგომ ზრდას პროგნოზირებენ

"ფასების ჭერი ჯერ მიღწეული არ არის“ - Wissol-ში საწვავზე ფასების შემდგომ ზრდას პროგნოზირებენ

BM.GE

დღეიდან, 60 წელს გადაცილებულებისთვის 500 ლარზე მეტი რისკიანი საბარათე ოპერაციები იზღუდება

დღეიდან, 60 წელს გადაცილებულებისთვის 500 ლარზე მეტი რისკიანი საბარათე ოპერაციები იზღუდება

BM.GE