მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Porsche ავტომობილებს გააძვირებს და ნაკლებ მოდელს გამოუშვებს
Porsche ავტომობილებს გააძვირებს და ნაკლებ მოდელს გამოუშვებს

Porsche ავტომობილებს გააძვირებს და ნაკლებ მოდელს გამოუშვებს

BM.GE7 ოქტომბერი, 2026, 22:15|bm.ge

გერმანული სპორტული ავტომობილების მწარმოებელი კომპანია Porsche ბიზნესმოდელს ცვლის. როგორც ირკვევა, კომპანია სრულად ფუფუნების სეგმენტზე ფოკუსირებას გეგმავს, რაც მოგების მარჟის გაზრდას გამოიწვევს.

მენეჯმენტის განცხადებით, 2030 წლამდე 911-ის სამოდელო ხაზის ყველაზე ძვირად ღირებული ვარიანტების საშუალო ფასი დაახლოებით 20%-ით გაიზრდება და 911 Turbo S-ისა თუ GT3-ის საშუალო ფასი წლევანდელი €270,000-დან ათწლეულის ბოლომდე €330,000-ს მიაღწევს.

ამასთან, კომპანიის ახალმა აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკლ ლეიტერსმა ვაისახის განვითარების ცენტრში გამართულ ინვესტორთა დღეზე მრავალწლიანი გეგმა წარადგინა. მისი თქმით, მას კომპანიის პოზიციონირების გაძლიერება, Porsche-ს ექსკლუზიურობის დაცვა და საფასო სეგმენტში უფრო მაღლა ასვლა სურს. პრინციპი მარტივია: ნაკლები ავტომობილი, უფრო ძვირად. როგორც ლეიტერსი ამბობს, 911 მხოლოდ მაღალი სეგმენტისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი, რათა მისი ლეგენდარული სტატუსი არ გაუფასურდეს და ბაზარზე არსებული მოთხოვნა მუდამ აჭარბებდეს მიწოდებას.

ამ სტრატეგიით Porsche-ს ახალი ხელმძღვანელი Ferrari-ს მიდგომას იმეორებს, რომელიც ყოველთვის იმაზე ნაკლებ ავტომობილს აწარმოებს, ვიდრე ბაზარზე მოთხოვნა არსებობს, რაც კომპანიას კოლოსალური, 30%-იანი მოგების მარჟის შენარჩუნების საშუალებას აძლევს და ბრენდს გაუფასურებისგან იცავს.

რაც შეეხება ფინანსურ მაჩვენებლებსა და პროგნოზებს, გასულ წელს Porsche-ს მოგების მარჟა 1.1%-მდე დაეცა, რაც 2023 წლის 18%-იან მაჩვენებელთან შედარებით მნიშვნელოვანი ვარდნაა. ახალი სტრატეგიით, კომპანია ინარჩუნებს მიზანს, რომ 2030 წლისთვის საოპერაციო მარჟამ 10%-დან 15%-მდე დიაპაზონს მიაღწიოს. 2035 წლისთვის კი სტაბილური 15%-იანი მარჟის შენარჩუნებაა დაგეგმილი.

ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას ახალი თაობის შიდა წვის ძრავიანი Macan-ი დაეხმარება, რომელიც ბაზარზე 2028 წელს გამოჩნდება. იმავე წელს კომპანია ახალ SUV-საც წარადგენს, რომელიც ბენზინისა და Plug-in ჰიბრიდული ვერსიებით იქნება ხელმისაწვდომი.

გარდა ამისა, კომპანია 911-ზე ძვირად ღირებული ახალი ულტრა-ექსკლუზიური ჰიპერქარის შექმნასაც გეგმავს, რომელიც 918 Syper-ის სულიერი გამგრძელებელი იქნება.

რაც მთავარია, ახალი CEO-ს განცხადებით, ელექტრო 911-ის შექმნა არ იგეგმება და კომპანია იქამდე გამოუშვებს შიდა წვის ძრავის მქონე სპორტულ ავტომობილებს, სანამ Porsche-ს ევროკავშირისგან ამის უფლება ექნება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ჩვენი მიზანია რკინიგზის გამტარუნარიანობის გაორმაგება და ქვეყნის გადაკვეთის დროის შემცირება - თამარ იოსელიანი

ჩვენი მიზანია რკინიგზის გამტარუნარიანობის გაორმაგება და ქვეყნის გადაკვეთის დროის შემცირება - თამარ იოსელიანი

BM.GE

"გამოცხადებულია ბაზრის კვლევა, რომ ოქტომბრის ბოლოს გამოცხადდეს ტენდერი სარკინიგზო ხაზის მშენებლობაზე - თამარ იოსელიანი

"გამოცხადებულია ბაზრის კვლევა, რომ ოქტომბრის ბოლოს გამოცხადდეს ტენდერი სარკინიგზო ხაზის მშენებლობაზე - თამარ იოსელიანი

BM.GE

"2027 წლისთვის რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-ია" - კომიტეტმა სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი განიხილა

"2027 წლისთვის რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-ია" - კომიტეტმა სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი განიხილა

BM.GE

რომელი კომპანიები იყვნენ ელექტროენერგიის იმპორტის შუამავლები?

რომელი კომპანიები იყვნენ ელექტროენერგიის იმპორტის შუამავლები?

BM.GE