მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. პრინსტონიდან „შუახევი ჰესზე“ - პრაქტიკული გამოცდილება მომავალი ინჟინრებისთვის
პრინსტონიდან „შუახევი ჰესზე“ - პრაქტიკული გამოცდილება მომავალი ინჟინრებისთვის

პრინსტონიდან „შუახევი ჰესზე“ - პრაქტიკული გამოცდილება მომავალი ინჟინრებისთვის

BM.GE30 ოქტომბერი, 2026, 20:04|bm.ge

LinkedIn-ზე გაგზავნილი წერილით დაწყებული კომუნიკაცია „შუახევი ჰესზე“ სტაჟირებით გაგრძელდა - პრინსტონის უნივერსიტეტის სტუდენტმა, 19 წლის მანო კვარაცხელიამ, პრაქტიკული გამოცდილების მიღების სურვილით „აჭარისწყალი ჯორჯიას“ თავად მიმართა, კომპანიამ კი ეს შესაძლებლობა მისცა.

მანო პრინსტონში 2025 წელს, სრული დაფინანსებით ჩაირიცხა. პირველი კურსის დასრულების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა და პროფესიული ცოდნის გაღრმავება „შუახევი ჰესზე“ განაგრძო.

სტაჟირების პროცესში კომპანიის ყველა დეპარტამენტი მონაწილეობდა - გუნდის წევრები მანოს საკუთარ ცოდნას და გამოცდილებას უზიარებდნენ. მანო აკვირდებოდა შუახევის ჰიდროელექტროსადგურის, სხალთა ჰესის, დიდაჭარის კაშხლისა და ჩირუხის დამბის მუშაობას. პროგრამა მოიცავდა ტექნიკურ მონიტორინგს, ავტომატიზაციას, ელექტრულ და მექანიკურ სისტემებს, ასევე საინჟინრო რისკების მართვის საერთაშორისო მეთოდოლოგიის გაცნობას.

„სტაჟირების პერიოდში დღეს ვატარებდი მენტორთან ერთად, რომელიც არა მარტო ოფისში, არამედ ობიექტებზეც დადიოდა, მუშაობდა და ჩემთვის ეს ძალიან საინტერესო იყო. ძალიან მინდა, რომ მომავალში ჩემი საქმიანობა მარტო ოფისში ჯდომით არ შემოიფარგლებოდეს“, - ამბობს მანო კვარაცხელია.ჰესზე ყოფნისას მანო საქართველოს ჰიდროლოგიური მონაცემების შესწავლითაც დაინტერესდა და სურს, პრინსტონში კვლევითი მუშაობა ამ საკითხს დაუკავშიროს.

„შუახევი ჰესის“ სამოქალაქო ინჟინერი და მანოს მენტორი, გოგიტა ბოლქვაძე, პროგრამის მთავარ ღირებულებად სტუდენტებისა და სპეციალისტების უშუალო თანამშრომლობას ასახელებს.

„მათ უნდა ჰქონდეთ პირდაპირი კონტაქტი პროფესიონალებთან, დასვან ტექნიკური კითხვები და ზუსტად დაინახონ, რა სჭირდებათ ამ სექტორში წარმატებული კარიერისთვის“, - ამბობს გოგიტა ბოლქვაძე.

„აჭარისწყალი ჯორჯიას“ აღმასრულებელი დირექტორი სატიშ ბჰატი ყურადღებას ახალგაზრდა ქალებისთვის საინჟინრო კარიერის შესაძლებლობების წარმოჩენაზე ამახვილებს.„როდესაც ახალგაზრდა ქალი ხედავს ინჟინერ ქალს, ტექნიკური გუნდის ხელმძღვანელად ან ენერგეტიკული კომპანიის მართვაში ჩართულს, ენერგეტიკის სექტორში კარიერა მისთვის უფრო ხილული, მიღწევადი და რეალური პროფესიული არჩევანი ხდება“, - აღნიშნავს სატიშ ბჰატი.

მანო სწავლის გაგრძელებას მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურებზე გეგმავს. მისი გრძელვადიანი მიზანი საქართველოში დაბრუნება და მიღებული ცოდნის ქვეყნის ენერგეტიკის განვითარებისთვის გამოყენებაა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პარლამენტის კომიტეტმა კახეთში ბადიაური-ბაკურციხის და გურჯაანი-თელავის მაგისტრალისთვის AIIB-ის სესხს მხარი დაუჭირა

პარლამენტის კომიტეტმა კახეთში ბადიაური-ბაკურციხის და გურჯაანი-თელავის მაგისტრალისთვის AIIB-ის სესხს მხარი დაუჭირა

BM.GE

ბრიუსელმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს სოციალური ქსელების ეროვნული აკრძალვების შეჩერება დაავალა

ბრიუსელმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს სოციალური ქსელების ეროვნული აკრძალვების შეჩერება დაავალა

BM.GE

რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, გაზმომარაგება დროებით 13 000 აბონენტს შეუწყდება

რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, გაზმომარაგება დროებით 13 000 აბონენტს შეუწყდება

BM.GE

მდგრადი ურბანული განვითარება საქართველოში დასკვნითი გაცვლითი კონფერენცია - ურბანული ლაბორატორიები საქართველოში: იდეებიდან განხორციელებამდე თქვენს ქალაქს სჭირდება თქვენი იდეები

მდგრადი ურბანული განვითარება საქართველოში დასკვნითი გაცვლითი კონფერენცია - ურბანული ლაბორატორიები საქართველოში: იდეებიდან განხორციელებამდე თქვენს ქალაქს სჭირდება თქვენი იდეები

BM.GE