მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. PSG-ის ლიგაზე გამარჯვებას საფრანგეთში არეულობა და 400-ზე მეტი ადამიანის დაკავება მოჰყვა
PSG-ის ლიგაზე გამარჯვებას საფრანგეთში არეულობა და 400-ზე მეტი ადამიანის დაკავება მოჰყვა

PSG-ის ლიგაზე გამარჯვებას საფრანგეთში არეულობა და 400-ზე მეტი ადამიანის დაკავება მოჰყვა

BM.GE31 მაისი, 2026, 17:13|bm.ge

პარი სენ-ჟერმენის ჩემპიონთა ლიგის ფინალში გამარჯვების შემდეგ, საფრანგეთის ქუჩებში ათასობით გულშემატკივარი გამოვიდა, რაც მოგვიანებით სამართალდამცავებთან ფართომასშტაბიან დაპირისპირებაში გადაიზარდა. ქვეყნის მასშტაბით 400-ზე მეტი ადამიანია დაკავებული, მათგან 283 მხოლოდ პარიზში.

ჯერჯერობით უცნობია, რამდენ დაკავებულს შეეფარდება პატიმრობა. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ლორან ნუნესის განცხადებით, შეტაკებების შედეგად შვიდი პოლიციელი დაშავდა. მან მომხდარს „აბსოლუტურად მიუღებელი“ უწოდა.

გასული წლის არეულობის გათვალისწინებით, უსაფრთხოების მიზნით, საფრანგეთის მასშტაბით 22 000 პოლიციელი იყო მობილიზებული (აქედან 8 000 — პარიზში). დედაქალაქში ნაწილობრივ შეჩერდა ტრამვაის, მეტროსა და ავტობუსების მოძრაობაც, თუმცა ინციდენტების თავიდან აცილება მაინც ვერ მოხერხდა.

ბუდაპეშტში გამართულ დრამატულ მატჩში პენალტების სერიით მოპოვებული გამარჯვების აღსანიშნავად, პარიზის ცნობილ ელისეს მინდვრებზე 20 000-მდე ადამიანი შეიკრიბა. ადგილობრივმა მაღაზიებმა, შარშანდელი გამოცდილების გამო, [პარიზული გუნდის გამარჯვების ზეიმს გასულ წელს არეულობა და მსხვერპლიც მოჰყვა] ფანჯრებზე დამცავი ფარები წინასწარ ააკრეს, რამაც ისინი ფრანგული მედიის ცნობით, მასობრივი დარბევისგან იხსნა. მიუხედავად ამისა, დაზიანდა ავტობუსის გაჩერება და დაიწვა ათობით ფოიერვერკი.

უფრო მძიმე იყო ვითარება PSG-ის საშინაო სტადიონთან, „პარკ დე პრენსთან“, სადაც ათასობით ადამიანი მატჩს ეკრანებზე ადევნებდა თვალს. სტადიონის გარეთ შეკრებილმა 5 000-მდე ადამიანმა პოლიციას სხვადასხვა საგნები დაუშინა, რის საპასუხოდაც სამართალდამცავებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

პოლიციის სპიკერის თქმით, დაახლოებით 150 ადამიანი სტადიონის ერთ-ერთ ჭიშკართან შეჭრას ცდილობდა, ზოგიერთმა კი იჯარით აღებული ველოსიპედებით ბარიკადების აღმართვა სცადა, თუმცა პოლიციამ ისინი შეაჩერა. დაზიანდა სტადიონის მიმდებარედ არსებული საცხობი და რესტორანი. ამასთანავე, გულშემატკივართა ჯგუფმა პარიზის წრიული ავტომაგისტრალი გადაკეტა და მოძრაობა დროებით პარალიზებული იყო.

ეს ყველაფერი პარიზისთვის ისედაც გადატვირთულ საღამოს დაემთხვა — დედაქალაქში პარალელურად მიმდინარეობდა საფრანგეთის ღია პირველობა ჩოგბურთში (Roland Garros) და იმართებოდა მომღერალ აია ნაკამურასა და რეპერ დამსოს მასშტაბური კონცერტები.

დღეს, კვირას, ნაშუადღევს, დაგეგმილია საფეხბურთო გუნდის საზეიმო აღლუმი ეიფელის კოშკის წინ, მარსის ველზე, სადაც 100 000-მდე ადამიანს ელოდებიან. ამის შემდეგ ჩემპიონებს ელისეს სასახლეში საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უმასპინძლებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

6 თვეში ექსპლუატაციაში შესული სპორტული ობიექტების ფართობი 2440%-ით გაიზარდა - სტატისტიკა

6 თვეში ექსპლუატაციაში შესული სპორტული ობიექტების ფართობი 2440%-ით გაიზარდა - სტატისტიკა

BM.GE

ეგვიპტის პორტში დრონის თავდასხმის შედეგად ორი გემი დააზიანეს

ეგვიპტის პორტში დრონის თავდასხმის შედეგად ორი გემი დააზიანეს

BM.GE

დამატებითი პოლიტიკური რგოლის შექმნა რეგიონებს ვერ გააძლიერებს - დავით მელუა რეგიონული პოლიტიკის მინისტრის აპარატზე

დამატებითი პოლიტიკური რგოლის შექმნა რეგიონებს ვერ გააძლიერებს - დავით მელუა რეგიონული პოლიტიკის მინისტრის აპარატზე

BM.GE

ივნისში საფინანსო დანაშაულებზე დევნა 45 პირის მიმართ დაიწყო - რა სახის დარღვევები დაფიქსირდა?

ივნისში საფინანსო დანაშაულებზე დევნა 45 პირის მიმართ დაიწყო - რა სახის დარღვევები დაფიქსირდა?

BM.GE