მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. პსპ-ს მარკეტინგის დირექტორი - ანო გოგიჩაძე წლის მარკეტერად დასახელდა კამპანიისთვის „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“
პსპ-ს მარკეტინგის დირექტორი - ანო გოგიჩაძე წლის მარკეტერად დასახელდა კამპანიისთვის „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“

პსპ-ს მარკეტინგის დირექტორი - ანო გოგიჩაძე წლის მარკეტერად დასახელდა კამპანიისთვის „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“

BM.GE16 მაისი, 2026, 12:05|bm.ge

ნიუ იორკი, 2026 წლის 15 მაისი - საქართველომ ისტორიულ წარმატებას მიაღწია გლობალური შემოქმედებითი ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სცენაზე - PSP-ს მარკეტინგის დირექტორი, ანო გოგიჩაძე, The One Show-ის მიერ წლის შემოქმედებით მარკეტერად დასახელდა.

აღნიშნული ჯილდო მას გადაეცა კამპანიისთვის „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“, რომელიც სააგენტო Playmakers-მა პსპ-სთვის შექმნა და რომელიც უკვე საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე საერთაშორისო აღიარების მქონე სარეკლამო ნამუშევრად იქცა.

The One Show-ს ფესტივალს ნიუ-იორკში დაფუძნებული ორგანიზაცია - The One Club for Creativity უკვე 50 წელზე მეტია ყოველწლიურად მართავს. ეს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან შემოქმედებით ფესტივალად ითვლება. წლის შემოქმედებითი მარკეტერის სპეციალური ჯილდო კი ენიჭება პროფესიონალს, გაბედულობისთვის, ბიზნესში შემოქმედების გამოყენებისა და განსაკუთრებული კულტურული ზეგავლენისთვის.

საქართველოსთვის ეს გამარჯვება მხოლოდ ინდუსტრიული წარმატება არ არის — ეს ქვეყნის შემოქმედებითი პოტენციალის საერთაშორისო აღიარებაა. ქართული იდეა და პროდუქტი მსოფლიოს წამყვანი ბრენდებისა და სააგენტოების გვერდით აღმოჩნდა. წინა წლებში ამ ჯილდოს მფლობელები იყვნენ ისეთი ბრენდები, როგორიცაა: გუგლი, მასტერქარდი, მაიკროსოფტი, ნიო იორკ თაიმსი და სხვა. 2026 წელს კი ეს ჯილდო საქართველოში პსპ-ს მოაქვს.

„ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ საერთაშორისო ყურადღების ცენტრში თავისი ემოციური და ადამიანური მნიშვნელობით მოექცა. კამპანია თავისუფლების, გამძლეობისა და შემოქმედებითი გამოხატვის შეუზღუდაობის შესახებ ჰყვება.

მოგეხსენებათ ის შეიქმნა პატიმრობაში მყოფ რეჟისორ გიორგი ოკმელაშვილთან და მსახიობ ანდრო ჭიჭინაძესთან თანამშრომლობით. ის ფაქტი, რომ ამ კამპანიამ ამხელა საერთაშორისო გამოხმაურება მოიპოვა, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ გულწრფელ და ადამიანურ ისტორიებს საზღვრები არ აქვს.“ - ამბობს ანო გოგიჩაძე. ამ კამპანიამ უკვე მოიპოვა მნიშვნელოვანი პრიზები ისეთ ფესტივალებზე, როგორებიცაა ADCE, Clio Awards, Ad Black Sea, EPICA და ახლა უკვე The One Show, სადაც გარდა ამ სპეციალური ჯილდოსი, ასევე დაიმსახურა ორი ბრინჯაო და ოთხი საპატიო აღიარება (Merit Award). ამ წარმატების შედეგად, One Club-ის 2025 წლის საერთაშორისო შემოქმედებით რეიტინგში სააგენტო Playmakers ევროპაში მეორე ადგილს იკავებდა, ხოლო პსპ მსოფლიო ბრენდების რეიტინგში მე-18 ადგილით უსწრებდა მაკდონალდსსა და ჰაინეკენს.

„ჩვენი სააგენტო სამი წელია რაც არსებობს და ამ მოკლე დროში მიღწეული ეს წარმატება მტკიცებულებაა, რომ სამი წლის წინ სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც უარი ვთქვით სტაბილურ კორპორატიულ კარიერაზე და შემოქმედებითი სააგენტო შევქმენით. ამ მრავალ ჯილდოში გრან პრი იქნება ეს თუ ოქრო, მაინც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის ჩვენთვის პსპ-ს და კონკრეტულად ანო გოგიჩაძის წლის მარკეტერად დასახელება. რადგან ეს არის მაგალითი ყველა ბრენდისთვის და მარკეტერისთვის, რომ გამბედაობა და შემოქმედების წინ დაყენება, ურთიერთნდობა და პარტნიორობა ყოველთვის ფასდება. ჩვენ უკვე ოფიციალურად შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ ჩვენი კლიენტი მსოფლიოში ყველაზე მაგარი კლიენტია “ - აცხადებს Playmakers-ის მმართველი პარტნიორი კოკა ქამუშაძე.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Fitch-მა საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6.5%-მდე გაზარდა

Fitch-მა საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6.5%-მდე გაზარდა

BM.GE

Fitch-ის მიერ პერსპექტივის შენარჩუნება ადასტურებს სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას - ვახტანგ ცინცაძე

Fitch-ის მიერ პერსპექტივის შენარჩუნება ადასტურებს სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას - ვახტანგ ცინცაძე

BM.GE

სი ძინპინი შემოდგომაზე ამერიკას ეწვევა - ჩინეთის საგარეო მინისტრი

სი ძინპინი შემოდგომაზე ამერიკას ეწვევა - ჩინეთის საგარეო მინისტრი

BM.GE

საქართველოში ინფლაცია ეტაპობრივად 3%-იან სამიზნე ნიშნულამდე შემცირდება - Fitch-ის პროგნოზი

საქართველოში ინფლაცია ეტაპობრივად 3%-იან სამიზნე ნიშნულამდე შემცირდება - Fitch-ის პროგნოზი

BM.GE