მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "პუტინი მალე ჩინეთში ჩავა" - კრემლი
"პუტინი მალე ჩინეთში ჩავა" - კრემლი

"პუტინი მალე ჩინეთში ჩავა" - კრემლი

BM.GE14 მაისი, 2026, 19:10|bm.ge

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჩინეთში ოფიციალურ ვიზიტს უახლოეს პერიოდში განახორციელებს. ამის შესახებ კრემლი იტყობინება, თუმცა ვიზიტის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

როგორც ირკვევა, მგზავრობისთვის საჭირო ყველა მოსამზადებელი სამუშაო უკვე დასრულდა. კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა დაადასტურა, რომ შეხვედრისას მხარეები სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში დაგეგმილ საკითხებს განიხილავენ. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ მოსკოვისა და პეკინის ლიდერებს შორის ეს რიგით 40-ზე მეტი შეხვედრა იქნება.

საყურადღებოა, რომ რუსული მედია ვიზიტის სავარაუდო თარიღად მომავალ კვირას ასახელებს.

პუტინის ჩინეთში გამგზავრების დაანონსება აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პეკინში ვიზიტის პერიოდს ემთხვევა. როგორც ცნობილია, შტატების ლიდერი ჩინეთში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება.

ცნობისთვის, ვლადიმერ პუტინი ჩინეთს ბოლოს 2025 წლის სექტემბერში ეწვია. მაშინ იგი პეკინში გამართულ სამხედრო აღლუმსა და სამიტს დაესწრო.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მერიამ „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციები დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მერიამ „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციები დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

BM.GE

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

ფინანსური ხელმისაწვდომობა "ყველგან და ყველასთვის" - ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი Industry Talks-ის გენერალური პარტნიორია

ფინანსური ხელმისაწვდომობა "ყველგან და ყველასთვის" - ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი Industry Talks-ის გენერალური პარტნიორია

BM.GE