მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. პუტინმა და სი ძინპინმა ურთიერთობების გაღრმავების შესახებ ერთობლივი პაქტი მიიღეს
პუტინმა და სი ძინპინმა ურთიერთობების გაღრმავების შესახებ ერთობლივი პაქტი მიიღეს

პუტინმა და სი ძინპინმა ურთიერთობების გაღრმავების შესახებ ერთობლივი პაქტი მიიღეს

BM.GE20 მაისი, 2026, 15:52|bm.ge

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა პარტნიორობის შემდგომი განმტკიცებისა და რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობების გაღრმავების შესახებ ერთობლივი პაქტი მიიღეს - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" წერს.

მედიის ცნობით, ორმხრივი დოკუმენტის ხელმოწერის ცერემონია ჩინეთში, პუტინისა და სი ძინპინის მოლაპარაკებების შემდეგ, "სახალხო კრებების დიდ დარბაზში" გაიმართა.

შეხვედრის შედეგების საფუძველზე, ლიდერებმა ხელი ერთობლივ პაქტს მოაწერეს, ყოვლისმომცველი პარტნიორობისა და სტრატეგიული ურთიერთქმედების შემდგომი განმტკიცების, ასევე რუსეთსა და ჩინეთს შორის კეთილმეზობლობის, მეგობრობისა და თანამშრომლობის ურთიერთობების გაღრმავების შესახებ.

როგორც რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა მანამდე აღნიშნა, ეს არის საკმაოდ ვრცელი პროგრამული დოკუმენტი, რომელიც 47 გვერდისგან შედგება.

როგორც "რია" წერს, ერთობლივ განცხადებაში განსაზღვრულია რუსეთსა და ჩინეთს შორის მრავალმხრივი კავშირების მთელი კომპლექსის განვითარების მაგისტრალური გზები. მასში ასევე ასახულია საერთაშორისო დღის წესრიგის აქტუალურ საკითხებზე საერთო ხედვა და გლობალურ პროცესებში მოსკოვისა და პეკინის ურთიერთქმედების ძირითადი ფორმატები.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

BM.GE

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

BM.GE

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

BM.GE

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

BM.GE