მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. „ქართული აგროპროდუქტი“ საექსპორტო ბაზრებისთვის პროდუქციის პლასტიკის შეფუთვაში ჩამოსხმას გეგმავს|გეგმები
„ქართული აგროპროდუქტი“ საექსპორტო ბაზრებისთვის პროდუქციის პლასტიკის შეფუთვაში ჩამოსხმას გეგმავს|გეგმები

„ქართული აგროპროდუქტი“ საექსპორტო ბაზრებისთვის პროდუქციის პლასტიკის შეფუთვაში ჩამოსხმას გეგმავს|გეგმები

BM.GE27 მაისი, 2026, 20:47|bm.ge

კომპანია „ქართული აგროპროდუქტი“, რომლის პროდუქციაც მომხმარებლისთვის ხშირად „პოპორელისა“ და „კეთილი და პატიოსანის“ სახელით არის ცნობილი, საექსპორტო ბაზრებისთვის პროდუქციის პლასტიკის შეფუთვაში ჩამოსხმას გეგმავს. ამის შესახებ BM.GE-სთან ინტერვიუში კომპანიის დამფუძნებელმა იოსებ მანჯავიძე განაცხადა.

მისი თქმით, კომპანიას სპეციალური საწარმოო ხაზი ჩამოაქვს, რომელიც საექსპორტო პროდუქციის პლასტიკის შეფუთვაში წარმოების შესაძლებლობას მისცემს. როგორც მანჯავიძე განმარტავს, პლასტიკის შეფუთვა ტრანსპორტირების მხრივ უფრო მსუბუქი და პრაქტიკულია, რაც განსაკუთრებით ე.წ. „დემოკრატიული“ საექსპორტო ბაზრებისთვის არის მნიშვნელოვანი.

"საექსპორტოდ პლასტიკში ვგეგმავთ ჩამოსხმას. სპეციალური ხაზი ჩამოგვაქვს და შესაბამისად პროდუქცია პლასტიკშიც გვექნება. ზოგადად პლასტიკი უფრო კომფორტულია ტრანსპორტირებისთვის და უფრო მსუბუქია", - განაცხადა მან.

კომპანიის დამფუძნებლის თქმით, ინვესტიცია მასშტაბური არ არის, რადგან საწარმოო ინფრასტრუქტურის ნაწილი უკვე გააჩნიათ და დამატებით მხოლოდ გარკვეული კომპონენტების შეძენა გახდა საჭირო. ამასთან, კომპანია აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა სახელმწიფო და საერთაშორისო პროგრამებში.

"სხვადასხვა პროგრამებში ვმონაწილეობთ და ყოველთვის მაქსიმალურად ვიყენებთ მათ შესაძლებლობებს. ქვეყანაში მუდმივად მოქმედებს სხვადასხვა პროექტი და ჩვენც აქტიურად ვართ ჩართული. რაც შეეხება ინვესტიციას, ეს არ არის დიდი დანახარჯი, რადგან ჩვენი სპეციფიკიდან გამომდინარე საწარმოო ხაზის ნაწილი უკვე გვაქვს და მხოლოდ გარკვეული დეტალების შეძენა გახდა საჭირო პლასტიკის შეფუთვაში ჩამოსასხმელი პროდუქციისთვის", - აღნიშნა მან.

იოსებ მანჯავიძის ინფორმაციით, „ქართული აგროპროდუქტი“ ახალი საექსპორტო ბაზრების ათვისებაზეც აქტიურად მუშაობს და ამ პროცესში საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. კომპანიის პროდუქცია უკვე რამდენიმე წელია ექსპორტზე გადის ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე აქტიურად ვითარდება ისრაელის მიმართულება, რასაც ქოშერული სერტიფიკატის მიღებამ შეუწყო ხელი.

მისივე თქმით, კომპანიამ ასორტიმენტს გაფილტრული ყურძნის წიპწის ზეთი დაამატა, რომელიც სუფთა საფერავისგან მზადდება და განსაკუთრებით დიდი მოთხოვნა აქვს ისრაელის ბაზარზე. პარალელურად, კომპანია ექსპორტს უკრაინაშიც აგრძელებს და მცირე პარტიების მიწოდებას, მიუხედავად არსებული სირთულეებისა, მაინც ახერხებს.

ის ასევე ამბობს, რომ კომპანიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა საექსპორტო ბაზრებისთვის ექსკლუზიური პროდუქციის წარმოების შესაძლებლობაა. მისივე თქმით, კომპანიამ უკვე მიიღო შეკვეთაც ტომატის წიპწის ზეთზე წიწაკის დამატებით.

„შეგვიძლია ნებისმიერი გემოვნების პროდუქტის დამზადება. ჩვენი პროდუქციის დაახლოებით 70% ექსპორტზე გადის, თუმცა ბაზრების გაფართოებას განვაგრძობთ. პროდუქცია გაგზავნილი გვაქვს საფრანგეთშიც, ხოლო გერმანიასთან და ჩინეთთან აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს“, - განაცხადა მან.

მისივე თქმით, ყურძნის წიპწის ზეთზე საერთაშორისო ბაზრებზე განსაკუთრებით მაღალი ინტერესი ფიქსირდება. „ძალიან დიდი ინტერესი არის საქართველოს მიმართულებით ყურძნის წიპწის ზეთთან დაკავშირებით. ადრე ეს პროდუქტი ესპანეთიდან და ამერიკიდან შემოდიოდა, ჩვენ კი უკვე სუფთა საფერავისგან ვაწარმოებთ, რაც გემოვნური თვისებებითაც განსაკუთრებით მოსწონთ“, - აღნიშნა მანჯავიძემ.

კომპანიის ინფორმაციით, მიუხედავად გაზრდილი საწვავის, ბოთლებისა და შესაფუთი მასალების ფასებისა, პროდუქციაზე ფასები ამ ეტაპზე უცვლელია. როგორც კომპანიის დამფუძნებელი ამბობს, კომპანია არსებული მარაგების გამოყენებით ცდილობს ფასების შენარჩუნებას, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მიმდინარე სეზონის შედეგებზე იქნება დამოკიდებული.

გარდა ამისა, „ქართული აგროპროდუქტი“ ადგილობრივ ქსელებთან თანამშრომლობას აფართოებს. კომპანიის განცხადებით, განსაკუთრებით აქტიური თანამშრომლობა მიმდინარეობს “ნიკორასთან”.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„გმირულად იმუშავა მთელმა გუნდმა“ - ირაკლი ჩიქოვანის შეფასებები Euro NASCAR-ზე Kolkhi GRT-ის შედეგებზე

„გმირულად იმუშავა მთელმა გუნდმა“ - ირაკლი ჩიქოვანის შეფასებები Euro NASCAR-ზე Kolkhi GRT-ის შედეგებზე

BM.GE

"დიასპორული პროგრამები ქართული იდენტობის ფუნდამენტურ ფასეულობებს დაეფუძნება" - ბოჭორიშვილი

"დიასპორული პროგრამები ქართული იდენტობის ფუნდამენტურ ფასეულობებს დაეფუძნება" - ბოჭორიშვილი

BM.GE

პუტინი ყაზახეთში ჩადის - რას გეგმავს რუსეთის ლიდერი?

პუტინი ყაზახეთში ჩადის - რას გეგმავს რუსეთის ლიდერი?

BM.GE

მაგისტრალური რკინიგზის გასწვრივ გურიაში ღობე მოეწყობა - რკინიგზამ შესყიდვა გამოაცხადა

მაგისტრალური რკინიგზის გასწვრივ გურიაში ღობე მოეწყობა - რკინიგზამ შესყიდვა გამოაცხადა

BM.GE