მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "ქართული ჯარას თაფლი Brexit-ის შემდეგ, ბრიტანეთში პირველად შევიდა" - "ტფელის" საექსპორტო გეგმები
"ქართული ჯარას თაფლი Brexit-ის შემდეგ, ბრიტანეთში პირველად შევიდა" - "ტფელის" საექსპორტო გეგმები

"ქართული ჯარას თაფლი Brexit-ის შემდეგ, ბრიტანეთში პირველად შევიდა" - "ტფელის" საექსპორტო გეგმები

BM.GE3 მაისი, 2026, 11:34|bm.ge

ჯარას თაფლის მწარმოებელი კომპანია „ტფელი“ ბრიტანეთში ექსპორტზე გასვლას გეგმავს. როგორც მისმა თანადამფუძნებელმა და დირექტორმა მარიამ მორჩაძემ bm.ge-სთან ინტერვიუში აღნიშნა, გასულ წელს, ბრიტანეთში სატესტოდ მცირე მოცულობის ჯარას თაფლი გაგზავნეს და ახლა უკვე მეორე პარტიის გაგზავნა იგეგმება.

“ყველაზე დიდი მიღწევა ამ ეტაპზე ექსპორტის მხრივ გვაქვს ის, რომ შარშან დაახლოებით შემოდგომის პერიოდში პირველად შევიდა ქართული პროდუქცია დიდ ბრიტანეთში ბრექსიტის შემდეგ და ეს იყო ზუსტად ჯარას თაფლი, რომელიც ჩვენ გავაგზავნეთ ექსპორტზე. ახლა ვგეგმავთ კიდევ გაზაფხულის ბოლოს ან ზაფხულის დასაწყისში მეორე პარტიის გაგზავნას”, - აღნიშნა მარიამ მორჩაძემ.

მისივე თქმით, “ტფელს” ამ დრომდეც აქვს ექსპორტის გამოცდილება სხვა ქვეყნებში და წლევანდელი ექსპორტის თითქმის სრული მოცულობა სწორედ ამ კომპანიაზე მოდის. კერძოდ, წელს, პირველ კვარტალში საქართველოდან სრულად 17 300 დოლარის ღირებულების 400 კგ ადგილობრივი წარმოების თაფლი გავიდა. თაფლის საექსპორტო საშუალო ფასი 43 დოლარამდე გაიზარდა. ცნობისთვის, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში თაფლის საშუალო საექსპორტო ფასი 12 დოლარამდე იყო.

მარიამ მორჩაძემ ექსპორტთან დაკავშირებულ გამოწვევებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართული თაფლისთვის არ არის მარტივი ექსპორტზე გასვლა არც ევროკავშირის ქვეყნებში და არც აზიის ქვეყნებში, ვინაიდან ბევრ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს, მათ შორის ლაბორატორიულად დადასტურებულს.

“ლაბორატორიულ ტესტებს რაც შეეხება, არსებობს ისეთი ტესტები, რომლებსაც მაგალითად საქართველოში არ აკეთებენ, თუმცა ექსპორტზე რომ გაიტანო აუცილებელია. ჩვენ მაგალიად, დიდ ბრიტანეთში ჩასვლა გვჭირდებოდა ხოლმე და იქ ლაბორატორიაში გატესტვა.

ამას გარდა, ევროკავშირსა და აზიაში მაინც არსებობს ეჭვები, რომელიც აქვთ ქართულ თაფლთან დაკავშირებით, თუმცა ეგ გამომდინარეობს იქიდან, რომ ევროკავშირი როგორც ასეთი არ იცნობს კარგად ქართულ თაფლს. ბიოსერტიფიკატიც ამ მხრივ ძალიან ხელშემწყობია, ვინაიდან იმისთვის, რომ ევროკავშირში შეძლო თაფლის ექსპორტი აუცილებელია ბიოსერტიფიცირებული იყოს როგორც ასოციაცია, რომელიც თაფლს აწარმოებს, ასევე ის კომპანია, რომელიც მის ექსპორტს განახორციელებს. წინააღმდეგ შემთხვევაში არსებობს დიდი ვარაუდი, რომ შეიძლება თაფლი უბრალოდ არ მიიღონ. აზიასთან შედარებით მარტივი არის, ვინაიდან იქ არ არის მსგავსი მკაცრი მოთხოვნები, თუმცა რა თქმა უნდა, მათაც რიგი მოთხოვნები აქვთ”, - აღნიშნა მან.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"HiPP-ისგან €2 მილიონს ითხოვდა" - ავსტრიაში საბავშვო საკვების მოწამვლის ფაქტზე ეჭვმიტანილი დააკავეს

"HiPP-ისგან €2 მილიონს ითხოვდა" - ავსტრიაში საბავშვო საკვების მოწამვლის ფაქტზე ეჭვმიტანილი დააკავეს

BM.GE

ბელგია ყველა ბირთვული ობიექტის ნაციონალიზაციას გეგმავს

ბელგია ყველა ბირთვული ობიექტის ნაციონალიზაციას გეგმავს

BM.GE

ADB აზიის კრიტიკული მინერალების მიწოდების ჯაჭვების გასაძლიერებლად ახალი ინიციატივით გამოდის

ADB აზიის კრიტიკული მინერალების მიწოდების ჯაჭვების გასაძლიერებლად ახალი ინიციატივით გამოდის

BM.GE

მედია საქართველოში ავტორიტარიზმისა და რეპრესიული კანონების პირობებში მუშაობს|საიას განცხადება

მედია საქართველოში ავტორიტარიზმისა და რეპრესიული კანონების პირობებში მუშაობს|საიას განცხადება

BM.GE