მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ქართული კომპანიები ამსტერდამის საერთაშორისო გამოფენაზე ეროვნული პავილიონით წარდგნენ
ქართული კომპანიები ამსტერდამის საერთაშორისო გამოფენაზე ეროვნული პავილიონით წარდგნენ

ქართული კომპანიები ამსტერდამის საერთაშორისო გამოფენაზე ეროვნული პავილიონით წარდგნენ

BM.GE21 მაისი, 2026, 23:10|bm.ge

ამსტერდამში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე World of Private Label International Trade Show ქართული კომპანიები ეროვნული პავილიონით იყვნენ წარმოდგენილი.

საგულისხმოა, რომ World of Private Label International Trade Show, რომელიც 19-20 მაისს გაიმართა, კერძო ეტიკეტის ინდუსტრიის ერთ-ერთ უმსხვილეს საერთაშორისო გამოფენად ითვლება და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მწარმოებლებს, დისტრიბუტორებსა და სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებს აერთიანებს.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ისეთი ქართული კომპანიები, როგორებიცაა - „აჩინებული“, „აქტო“, „ბრიცა“, „ჰობი“, „Nuts Incorporated“, „ველინგტონი“ და „ემელ ფუდ ჯორჯია“.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით მოწყობილ პავილიონში სტუმრებს ქართული წარმოების მრავალფეროვანი პროდუქცია წარუდგინეს, მათ შორის - ნატურალური წვენები, ღვინო, ალკოჰოლური სასმელები, თაფლი, ჩიფსი და თხილი.

გამოფენას ესწრებოდნენ სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე გიორგი ავალიანი და ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული გიორგი საგანელიძე.

გიორგი ავალიანის განცხადებით, აღნიშნული გამოფენა მნიშვნელოვანი პლატფორმაა ქართული აგროსასურსათო პროდუქციის პოპულარიზაციისთვის, საერთაშორისო ბაზრებზე ცნობადობის გაზრდისა და ახალი სავაჭრო პარტნიორების მოძიებისთვის.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მიკრობანკების საკრედიტო პორტფელი ₾610.9 მილიონამდე გაიზარდა - 9 თვის ფინანსური მაჩვენებლები

მიკრობანკების საკრედიტო პორტფელი ₾610.9 მილიონამდე გაიზარდა - 9 თვის ფინანსური მაჩვენებლები

BM.GE

"მიჭირს, გავიხსენო მსგავსი უპასუხისმგებლო მინისტრი" - გახარიას პარტია მარიამ ქვრივიშვილს პარლამენტში დაიბარებს

"მიჭირს, გავიხსენო მსგავსი უპასუხისმგებლო მინისტრი" - გახარიას პარტია მარიამ ქვრივიშვილს პარლამენტში დაიბარებს

BM.GE

Sleep Gallery თბილისში 10 წლის იუბილეს აღნიშნავს და სასტუმროების მიმართულებას აფართოებს

Sleep Gallery თბილისში 10 წლის იუბილეს აღნიშნავს და სასტუმროების მიმართულებას აფართოებს

BM.GE

ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი კრისტინ ლაგარდი თანამდებობას ვადაზე ადრე დატოვებს

ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი კრისტინ ლაგარდი თანამდებობას ვადაზე ადრე დატოვებს

BM.GE