მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ქართული მოცვისთვის აზიის ბაზრები იხსნება - „გვინდა ვცადოთ ინდოეთში, ჰონგ-კონგსა და სინგაპურში ექსპორტი"
ქართული მოცვისთვის აზიის ბაზრები იხსნება - „გვინდა ვცადოთ ინდოეთში, ჰონგ-კონგსა და სინგაპურში ექსპორტი"

ქართული მოცვისთვის აზიის ბაზრები იხსნება - „გვინდა ვცადოთ ინდოეთში, ჰონგ-კონგსა და სინგაპურში ექსპორტი"

BM.GE17 მაისი, 2026, 00:26|bm.ge

წელს ქართული ლურჯი მოცვი შესაძლოა აზიურ ქვეყნებში აქტიურად გავიდეს. როგორც "საქმის კურსთან" „ლურჯი მოცვის ასოციაციის“ პრეზიდენტი, თორნიკე ფანჯავიძე ამბობს, სექტორი აქტიურად მუშაობს ბაზრების დივერსიფიკაციაზე და არის მცდელობა ექსპორტი აზიის ქვეყნებში განხორციელდეს

„ძალიან დიდი დაინტერესება გვაქვს ინდოეთიდან, ჰონგ-კონგიდან და სინგაპურიდან, რომლებიც მოცვის გადანაწილებისთვის უდიდესი ჰაბებია. წელს შევეცდებით Turkish Cargo-ს გამოყენებით აზიის ბაზრებზე მოცვის მიწოდება შევძლოთ. ეს არის პრემიუმ ბაზარი, რომელიც უფრო მაღალფასიან პროდუქტს ყიდულობს,“ - განმარტავს ფანჯავიძე.

მისივე თქმით, ევროპისა და აზიის ბაზრებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია „ცივი ჯაჭვის“ დაცვა და საერთაშორისო სერტიფიკატები.

"მოცვს სჭირდება ძალიან დაცული და მაღალტექნოლოგიური ცივი ჯაჭვი და სერტიფიცირება, შესაბამისად, სწორი ცივი ჯაჭვის არ ქონა ბევრ ფერმერს არ აძლევს საშუალებას შორ მანძილზე გადაზიდოს მოცვი , იმიტომ რომ აუცილებლად გაფუჭდება. „ევროპაში ან ინგლისში ექსპორტი წარმოუდგენელია GlobalGAP-ის და GRASP-ის სერტიფიკატების გარეშე. თუმცა, ჩემი აზრით, წლიდან წლამდე ეს ვითარება იცვლება. ვიტყოდი, რომ რამდენიმე წელიწადში ალბათ მივაღწევთ იმ ნიშნულს, როცა მოსავლის 50% სხვა ბაზრებზე გადანაწილდეს და არ იყოს 90%-ით დამოკიდებული ერთ ბაზარზე. მსოფლიოში ძალიან დიდი შესაძლებლობა არის იმისი, რომ ჩვენი რაოდენობები ეფექტიანად ეფექტურად და კიდევ უფრო გავზარდოთ ინდუსტრიის მასშტაბი საქართველოში", - აცხადებს ასოციაციის პრეზიდენტი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

BM.GE

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

BM.GE

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

BM.GE

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE